ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი"

გამოწერა

მრავალფუნქციური ჯავშნოსანი მანქანა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად 2011 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოჩნდა. ეს პირველი ქართული საბრძოლო მანქანაა, რომელიც სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერაა შექმნილი.

ჯავშანმანქანა „დიდგორი“ ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლადაა განკუთვნილი. ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. მანქანას სამფენიანი ჯავშანის ძირი აქვს. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.

„დიდგორს“  გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა.

სტანდარტულ მოდიფიკაციაში მანქანა შეიარაღებულია 7,62 მმ კალიბრის M-134 G Minigun-ის ტიპის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით, ან დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულით, რომელშიც დამონტაჟებულია 12,7 მმ НСВ და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ-იანი ПКТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევები.


ყველა ახალი ამბავი
0