გაფიცვის გამო შესაძლოა 8 აპრილს თბილისის მეტრომ მუშაობა გააჩეროს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროს სადგური რუსთაველი
მეტროს სადგური რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროპოლიტენის თანამშრომლები ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ხელფასების მომატებას ითხოვენ.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვისათვის ემზადებიან და ხელმძღვანელობას სამ დღიან ვადას აძლევენ მათი პირობების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 250 მემენქანე შეუერთდება. 

ისინი ითხოვენ ანაზღაურების გაზრდას ლარის კურსის ვარდნის შესაბამისად. გარდა ამისა  მეტროს თანამშრომლები ითხოვენ ხელფასის გაზრდას ღამის ცვლაში მუშაობისა და წელთა ნამსახურებისათვის. 

მეტროპოლიტენის თანამშრომლები შეხვდნენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურის წარმომადგენლებს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 

„8 აპრილის დილას ჩვენ გავჩერდებით, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას“, — თქვა მემენქანე ემზარ ბარბაქაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ადრე განაცხადა, რომ უწყებას არ აქვს თანხები თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებისათვის ხელფასების მოსამატებლად. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0