თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ზნამენკას ქუჩაზე N19 შენობაში ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია, მოახსენა ჟურნალისტებს კვირას მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსმა ილია დენისოვმა.
„თავდაცვის სამინისტროს შენობაში მისამართით ზნამენკას ქუჩაზე #19,ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია,“,-თქვა დენისოვმა.
მისი სიტყვებით ხანძარი ყველა სართულზე და სახურავზე ლოკალიზებულია, შემდგომში დამწვარი კონსტრუქციის გარეცხვა მოხდება. სსს-ის თანამშრომლებმა ხანძრის მეზობელ შენობებზე და კორპუსებზე გავრცელება არ დაუშვეს.
კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ზნამენკას ქუჩაზე N19-ში მდებარე უწყების ადმინისტრაციული კორპუსის ერთ-ერთ რემონტზე მყოფ ტექნოლოგიურ სათავსოში ცეცხლი გაჩნდა. მოგვიანებით მესამე სართულიდან ცარიელი სივრცის გავლით ცეცხლი მეოთხე და მეხუთე სართულებზე შიდა გადახურვებს მოედო, მერე კი სახურავზე გადავიდა. ხანძარს სირთულის უმაღლესი დონე მიენიჭა.