ექსპერტი საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების რეკომენდაციას იძლევა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვაზი
ვაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაგალითად, შესაძლებელია ტურისტებს გავაცნოთ ყურძნის ტრადიციული დაწურვის ან ჩურჩხელის მომზადების პროცესი, მიიჩნევს ლია ელიავა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ხოლო ეკოტურიზმი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლია ელიავა.

„ტურიზმის განვითარებისთვის შავი ზღვის სანაპიროსა და მაღალმთიან რეგიონებში საკმაოდ რთული კლიმატური პირობებია“, — განუცხადა ელიავამ Sputnik-ს.

მაგალითად, სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო ერთი კვირა ცივილიზაციას იყო მოწყვეტილი — ტურისტებმა იქიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს, აღნიშნა ექსპერტმა.

სუვენირებისგამოფენა-გაყიდვა - Sputnik საქართველო
საქართველოზე ახალ საიმიჯო კლიპს მსოფლიოს 16 ქვეყანაში აჩვენებენ

„მსგავსი ვითარების თავიდან ასაცილებლად დამატებითი ინვესტიციებია საჭირო, რათა ამინდის გამო ტურისტებს პრობლემები არ შეექმნათ“, — მიიჩნევს ელიავა.

იმის გამო, რომ ზღვისპირეთში სეზონი დაახლოებით 2-3 თვე გრძელდება და თანაც სეზონი საკმაოდ წვიმიანია, მდიდარი ტურისტების მოზიდვა რთულია. ექსპერტის აზრით, ეს რეგიონი მიმზიდველია ადგილობრივი მოსახლეობისა და მეზობელი ქვეყნებიდან საშუალო შემოსავლების მქონე ტურისტებისთვის.

„მე უფრო მეტად ეკოტურიზმის განვითარებას ვურჩევდი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის გამოვლენა შეუძლია“, — განაცხადა მან.

იმისთვის, რომ ტურისტებს საქართველოს ღირსშესანიშნაობები აჩვენო, მათ ტრადიციები უნდა გააცნო. მაგალითად, მისცე საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ყურძნის დაწურვის ან ჩურჩხელის დამზადების ტრადიციულ პროცესში.

„ვფიქრობ, ამ მიმართულების განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია შესაძლებელი, სადაც შესანიშნავი ბუნებაა. სხვა მხრივ დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ“, — განაცხადა ელიავამ.

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მასშტაბური პროექტი იწყება

საქართველოში არ არის დიდი რაოდენობის სასტუმრო, რომ ტურისტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. საოჯახო ტიპის სასტუმროები ტურისტებისთვის არც ისე მომხიბლავია, ხოლო ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ცოტაა. გარდა ამისა, საკანალიზაციო სისტემა, რომელიც შავ ზღვას აბინძურებს, ტურისტების რაოდენობის ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს.

„ანუ, სანამ არ დასუფთავდება ზღვის სანაპირო, სანამ არ მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა შავი ზღვის რეგიონებში, აქ მდიდარ ტურისტებს არ უნდა ველოდოთ, რომლებიც ერთ ჩამოსვლაზე  ქვეყანაში 50-100 ათას დოლარს დატოვებენ“, — განაცხადა ელიავამ.

სასტუმროები საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებისთვისაც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში 4-ვარსკვლავიანზე მაღალი დონის სასტუმროების აშენება აკრძალა, რათა ის საშუალო კლასისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ვარძია - Sputnik საქართველო
მთავრობა ტურიზმის შემოსავლების სამჯერ გაზრდას გეგმავს

ექსპერტი მიიჩნევს, რომ, თუ გავითვალისწინებთ მომსახურების ყველა სახეობას, რომელსაც თურქული სასტუმროები სთავაზობენ, ფასები აჭარაში ბევრად მაღალია, ვიდრე თურქეთში. აჭარაში მხოლოდ სასტუმროს ნომერი თურქეთში all inclusive-ის ღირებულებას შეესაბამება.

ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის აუცილებელია კრედიტის გაცემის გამარტივება ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის.

„თუ ეს კრედიტი მნიშვნელოვნად — სამჯერ, ოთხჯერ გაიაფდება, მაშინ საქართველოში ტურისტულ ბიზნესს მომავალი ექნება“, — განაცხადა ელიავამ.

ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ არასწორად მიაჩნია, ქვეყანამ მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე იცხოვროს — ქვეყანას საკუთარი ადგილობრივი წარმოება უნდა ჰქონდეს.

ყველა ახალი ამბავი
0