არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოში ქალ–კარიერისტს პატივს არ სცემენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდედები ქალებთან ერთად
დედები ქალებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალ–კარიერისტს საქართველოში აღიქვამენ როგორც ნეგატიურ პიროვნებას და აუცილებელია, რომ საზოგადოების შეფასება შეიცვალოს, თვლის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოში ქალს ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება კარიერასა და ოჯახს შორის, მამაკაცების წინაშე კი ასეთი ამოცანა არ დგას. ამით გენდერული ბალანსი ირღვევა, ხოლო ქალების უფლებები იზღუდება, თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე. 

აბაშიძის აზრით, ამის მიზეზი ოჯახში შრომის არასწორი განაწილებაა, განსაკუთრებით, ბავშვის დაბადების შემდეგ. პირობების და დახმარების არარსებობის გამო ქალები ხშირად უარს ამბობენ თავის პროფესიაზე. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ლაგაზიძე: საქართველოში მხოლოდ ოჯახმა შეიძლება შეუშალოს ქალს ხელი, გახდეს პოლიტიკოსი

„კარიერისტ ქალს საქართველოში ნეგატიურად უყურებენ, მაშინ, როდესაც კარიერისტი მამაკაცი — ძლიერი პიროვნებაა“, — უთხრა აბაშიძემ Sputnik-ს. 

არსებობს სხვა ბარიერებიც, რომლებიც ხელს უშლის ქალებს, ჩაერთონ აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფეხმძიმობისა და დეკრეტული შვებულების დროს სამსახურში ღირსეული პირობები, რომელიც პასუხობს არსებულ გამოწვევებს, პრობლემაა, რომელიც ქვეყანაში გადაუჭრელი რჩება, აღნიშნა მან. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი პარლამენტში ქალებისთვის კვოტის დაწესების წინადადებით გამოდის

„ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების შეფასება შეიცვალოს და იგი მხარს უჭერდეს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. ხოლო სახელმწიფომ თავისი რეგულაციებითა და შრომის კოდექსით უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე დღეს აკეთებს“, — აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 

საქართველოში ბევრი ქალი თვლის, რომ ბრძოლა არ ღირს, რადგან მათ უფლებებს მაინც არ დაიცავენ და მათ არავინ დაუჭერს მხარს. აუცილებელია მსხვერპლის მდგომარეობიდან გამოსვლა, თვლის აბაშიძე. 

„ქალებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი დაბადებიდან თავისუფლები არიან და არავის აქვს უფლება, შეზღუდოს მათი თავისუფლება. ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა მდგომარეობა შევცვალოთ და არ ვიცუროთ დინების მიმართულებით“, — აღნიშნა მან. 

იმისთვის, რომ ამ მიმართულებით დადებითი შედეგი მივიღოთ, ხელისუფლებამ უფრო ეფექტურად უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა, წაახალისოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს მათ არსებული ბარიერების გადალახვაში, დაასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0