საქართველოში ყველიერი დაიწყო

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიბლითები
ბლითები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი მარხვის წინ მოსამზადებელ პერიოდში შეიძლება კვერცხის, რძის პროდუქტების, თევზის მიღება, ხოლო ხორცი იკრძალება.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი კვირა — 7-დან 13 მარტის ჩათვლით მართლმადიდებლებისთვის ყველიერის კვირაა.

ყველიერი ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულის დახვედრის უძველესი სახალხო დღესასწაულია. ის წარმართული კულტურიდან მოდის და ქრისტიანობის მიღების შემდეგაც შენარჩუნდა.

ეს დიდმარხვის წინა მოსამზადებელი პერიოდია. შესაძლებელია კვერცხის, რძის პროდუქტების, თევზის მიღება, მაგრამ იკრძალება ხორცი და ხორცპროდუქტები.

ყველიერისა და დიდი მარხვის გარკვეულ დღეებში დილითა და საღამოს ეფრემ ასურის ლოცვები იკითხება.

მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიხედვით, ყველიერის პერიოდში ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ.

ყველიერი მოძრავი დღესასწაულია. ის ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულზე — აღდგომაზე დამოკიდებული და აღდგომამდე 56 დღით ადრე იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0