სუნამოები, რომლებიც შემქმნელების ჭკუათმყოფელობაზე დაგაფიქრებთ

© Flickr/Jônatas Cunhaუცნაური სუნამოები
უცნაური სუნამოები - Sputnik საქართველო
გამოწერა

ცნობილია, რომ ნამდვილი პარფიუმერული ხელოვნება შუა საუკუნეების ინგლისში აღმოცენდა. თურმე ინგლისელები ნამდვილი ფეთხუმები ყოფილან (მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ პრინცესა ცხოვრებაში ორჯერ ბანაობდა — დაბადებისას და ქორწილის წინ) და სხეულის უსიამოვნო სუნის გადასაფარად სურნელოვან სითხეებს ჭარბად ისხამდნენ.

დღეს კი ფინანსური მოგების მისაღებად ათასობით არაფრით გამორჩეული, ერთმანეთის მსგავსი არომატი იქმნება, თუმცა არსებობს უნიკალური ეგზემპლარებიც, რომელთა სურნელი უნებლიედ ჩააფიქრებს ადამიანს მათი შემქმნელების ჭკუათმყოფელობაზე.

Surplus — სუნამო ფეკალიებისგან

ბრიტანელმა მხატვარმა ჯამი ნიკოლასმა სუნამოსთვის ნედლეულად საკუთარი ფეკალიები გამოიყენა. ესოდენ უჩვეულო იდეა მას დომინიკ ლაპორტას წიგნის „განავლის ისტორიის“ წაკითხვის შემდეგ ეწვია, რომელშიც აბსოლუტურად სერიოზულადაა განხილული ექსკრემენტების როლი კოსმეტიკის წარმოებაში. ჯამი ნიკოლასმა უამრავი თეორიული ინფორმაცია გადაიკითხა და აღმოაჩინა, რომ საკვები პროდუქტებისა და კოსმეტიკის მწარმოებლები ვივერის, კვერნისა და მათ მსგავსთა ანალურ გამონაყოფებს იყენებენ. ამის შემდეგ ნიკოლასმა გადაწყვიტა, თავად მიეყო ხელი წარმოებისთვის. მისი თქმით, სუნამოს საკუთარ ბინაში ამზადებდა — ცხვირზე სპეციალური მოსაჭერი ეკეთა და ფანჯრები გამუდმებით ღია ჰქონდა. ჯამი დაახლოებით ერთი კვირა მოუნდა ფეკალიებიდან „არომატული ნივთიერებების“ გამოყოფას, მერე კი კიდევ უამრავი დრო დახარჯა გიჟური შენაერთის დამზადებაზე. მხატვარმა 85 ცალი 60 მლ–იანი ფლაკონი შეავსო, რომელთა ნახევარი პრაქტიკულად მყისიერად გაყიდა თითო 65  დოლარად.

პარფიუმი– აფროდიზიაკი

„რა სუნამო გასხიათ? ეს სუნამო არ არის!“ — ასეთ თამამ განცხადებას აკეთებს მოდური ბრენდი Juliette Has A Gun, რომელმაც პროვოკაციული დასახელების ნაწარმი Not a Perfume წარმოადგინა.

ყველამ იცის, რომ კლასიკურ არომატულ პირამიდას აქვს ზედა, შუალედური და საბაზო ნოტები. ინოვაციური Not a Perfume კი არღვევს ზოგადად მიღებულ კანონებს. Juliette Has A Gun–ის ტუალეტის წყალს არ აქვს ჩვეული კომპოზიცია, ანუ მასში საბაზისო და შლეიფის ნოტები დაყოფილი არ არის. ყველაფერი ერთ განსაკუთრებულ ნოტს — ამბროქსანს ეფუძნება.

ამბროქსანის მოლეკულა პირველად 1950 წელს მიიღო კომპანია Firmenich–მა სინთეზის გზით. ეს ნაცრისფერი ამბრეს ალტერნატივა გახლდათ, სწორედ იმ ამბრესი, რომელიც უძლიერეს აფროდიზიაკად მიიჩნევა. სწავლულებმა ამბროქსანის მეშვეობით მოახერხეს აღედგინათ ადამიანის კანისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი მგრძნობელობა.

Not a Perfume–ს მართლაც ძნელია, უწოდო პარფიუმი, თუმცა ეს უჩვეულო არომატული ნაწარმი თავის პირველხარისხოვან დანიშნულებას მართლაც ართმევს თავს — მფლობელს იდუმალების მომაჯადოებელი შარავანდით მოსავს.

© TwitterJuliette Has A Gun-ის პროვოკაციული დასახელების პარფიუმი Not a Perfume
Juliette Has A Gun-ის პროვოკაციული დასახელების პარფიუმი Not a Perfume  - Sputnik საქართველო
Juliette Has A Gun-ის პროვოკაციული დასახელების პარფიუმი Not a Perfume

სუნამო მელნის არომატით

ბრენდ Byredo–სა და პოპულარული ფრანგული ჯგუფი M/M–ის მუსიკოსებმა 2010 წელს მეტად უჩვეულო და ორიგინალური არომატი შექმნეს, რომლის სახელწოდებაცაა M/Mink. ამ უნისექს–პარფიუმს საფუძვლად ალდეჰიდური კომპოზიცია adoxal–ი უდევს, რომელსაც მელნის ცოცხალი და მძაფრი სურნელი, თაფლისა და ნაცრისფერი ამბრეს თბილი ტონები დასდევს.

© FB/M/MINKბრენდ Byredo–სა და ჯგუფ M/M–ის უჩვეულო და ორიგინალური არომატი M/Mink
ბრენდ Byredo–სა და ჯგუფ M/M–ის უჩვეულო და ორიგინალური არომატი M/Mink - Sputnik საქართველო
ბრენდ Byredo–სა და ჯგუფ M/M–ის უჩვეულო და ორიგინალური არომატი M/Mink

ლედი გაგას შავი პარფიუმი FAME

ლედი გაგა მთელი წლის განმავლობაში აინტრიგებდა მსოფლიოს და ფანატებს ტკბილ მოლოდინში ამყოფებდა. ეს ექსტრავაგანტური მომღერალი რას აღარ ყვებოდა სადებიუტო პარფიუმზე, რა ეგზოტიკურ ინგრედიენტებს აღარ ასახელებდა. საბოლოოდ, 2012 წლის შემოდგომაზე ლედი გაგას პირველი პარფიუმის გაყიდვა დაიწყო, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, მართლაც ძალზე პროვოკაციული, უჩვეულო და ინოვაციური გამოდგა. სუნამოს სითხე აბსოლუტურად შავი ფერისაა, თუმცა დასხმისას ის გამჭვირვალე ხდება, უფერულდება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არომატული პირამიდა. სუნამოში უკიდურესად იშვიათი ინგრედიენტი — ბელადონა შედის, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ჯადოსნები სასიყვარულო შელოცვებისას იყენებდნენ. ამას გარდა შეიცავს ვეფხვის ორქიდეისა და ჟასმინ სამბაკის ყვავილების სურნელს, ზაფრანის, გარგარისა და თაფლის ნექტარს.

© Flickr/Maria Morriლედი გაგას შავი პარფიუმი FAME
ლედი გაგას შავი პარფიუმი FAME - Sputnik საქართველო
ლედი გაგას შავი პარფიუმი FAME

პარფიუმი MOLECULE 01

Escentric Molecules–ის ახალი ტუალეტის წყლის, Molecule 01–ის გამოჩენამ პირდაპირ ააფეთქა პარფიუმერიის სამყარო. თითოეული ადმიანისთვის საკუთარი, განუმეორებელი, უნიკალური სუნის წარმომქმნელი პარფიუმის თაობაზე რევოლუციური განცხადება მართლაც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა.

მონოარომატ Molecule 01–ის მთელი საიდუმლო ინოვაციურ მოლეკულაში Iso E Super–ში იმალება, რომელსაც ფერომენების თვისება ახასიათებს და მართლაც სხვადასხვაგვარად „ჟღერს“ სხვადასხვა ადამიანის კანზე. არომატი დღის განმავლობაში არ იცვლება, მაგრამ შეუძლია მოულოდნელად გაქრეს, ხოლო შემდეგ ასევე მოულოდნელად გაჩნდეს და გარშემომყოფები მოაჯადოვოს.

„მოლეკულის“ შემქმნელი გერმანელი პარფიუმერი გეზა შოენია, რომლის უჩვეულო ქმნილებებმა არაერთხელ შეძრა პარფიუმერული სამყარო. მისი არომატები შორსაა კლასიკისგან: ხის სველი მერქნის, ახლად მოთრიმლული ტყავისა და ცხოველური ვნებების სურნელი უდის და პარფიუმერიის მომავლის სიმბოლოდაა ქცეული.

ეს პროვოკაციული არომატული სიმფონია ახალი ტექნოლოგიით, push-pull–ითაა შექმნილი, რომელიც პარფიუმს ყოველ ჯერზე უჩვეულო და ახალ „ჟღერადობას“ სძენს.

© FB/Escentric Molecules - Molecules 01Molecule 01–ის გამოჩენამ პარფიუმერიის სამყარო ააფეთქა
Molecule 01–ის გამოჩენამ პარფიუმერიის სამყარო ააფეთქა  - Sputnik საქართველო
Molecule 01–ის გამოჩენამ პარფიუმერიის სამყარო ააფეთქა

53 ნოტისგან შემდგარი ანტიპარფიუმი ODEUR 53

1994 წელს  დაიწყო პარფიუმერული ნაწარმის გაყიდვა სახელწოდებით „ანტიპარფიუმი Odeur 53“. ესოდენ უჩვეულო სახელწოდება შემქმნელმა კომპანიამ Comme des Garcons მარტივად ახსნა: 53 ინგრედიენტის უმეტესობა მანამდე არასდროს გამოყენებულა პარფიუმერულ წარმოებაში.

ერთ–ერთ ყველაზე პროვოკაციულ ნოტად შეიძლება მივიჩნიოთ ცხელი ასფალტის, რკინის ჟანგის, დამწვარი რეზინისა და ფრჩხილების ლაქის სუნი. ექვსი წლის შემდეგ ნოვატორმა ბრენდმა კიდევ ერთი პროვოკაციული პროდუქტი გამოუშვა „ანტიპარფიუმი Odeur 71“. რიცხვი 71 დასახელებაში ამჯერადაც გამოყენებული ინგრედიენტების რაოდენობაზე მიუთითებდა, ოღონდ სინთეტიკური ნოტების გარდა უკვე ბუნებრივსაც მოიცავდა.

© FB/ODEUR 53Odeur 53 — ყველაზე პროვოკაციული პარფიუმი ცხელი ასფალტის, რკინის ოქსიდის, დამწვარი რეზინისა და ფრჩხილების ლაქის სუნით
Odeur 53  —  ყველაზე პროვოკაციული პარფიუმი ცხელი ასფალტის, რკინის ოქსიდის, დამწვარი რეზინისა და ფრჩხილების ლაქის სუნით - Sputnik საქართველო
Odeur 53 — ყველაზე პროვოკაციული პარფიუმი ცხელი ასფალტის, რკინის ოქსიდის, დამწვარი რეზინისა და ფრჩხილების ლაქის სუნით

„საფლავური“ სუნამო

პარფიუმერული კომპანია Demeter’s Fragrance Library — ეს სრულიად წარმოუდგენელი არომატების საგანძურია, რომელთა შორისაა ობის სურნელიანი ოდეკოლონი, ზღვის წყალმცენარეების სუნიანი ჟელე შხაპისთვის და ა.შ. კომპანიის ზეპოპულარული ნაწარმი — ტუალეტის წყალი Funeral Home–ია, რაც ქართულად „დამკრძალავ ბიუროს“ ნიშნავს და სასაფლაოზე ამოსული ყვავილებისა და შემპალი ფოთლების სურნელს გამოსცემს.

დიახ, არავითარი შეფარული შინაარსი და ორმაგი განმარტება. თუ Demeter’s Fragrance Library–ს პროდუქციის ეტიკეტზე წერია „მიწის სურნელი“, ესე იგი სწორედ ამ სუნს შეიგრძნობთ და არა ციტრუსებისა და სანდალის ხისა. არომატის ოსტატები არ ამხელენ, როგორ, რა ხერხებით იღებენ რეალური საგნების — ბალახის, მიწის, წყლის, დარიჩინიანი ფუნთუშის, ლითონისა და ა.შ. სუნებს.

© demeterfragranceDemeter’s Fragrance Library — სრულიად წარმოუდგენელი არომატების საგანძური
Demeter’s Fragrance Library — სრულიად წარმოუდგენელი არომატების საგანძური - Sputnik საქართველო
Demeter’s Fragrance Library — სრულიად წარმოუდგენელი არომატების საგანძური

ძაღლის სველი ბეწვის არომატი Eau De Матт–ისგან

შოტლანდიური კომპანია Moggy, როგორც ჩანს, აფანატებს ჩვენს „უმცროს ძმებზე“, კერძოდ, ძაღლებზე. მათი აზრით, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სუნით მხოლოდ სახლი კი არ უნდა იყოს გაჯერებული, არამედ მათი მფლობელების სხეულიც.

Vulva Original
ეს სუნამო ნამდვილი ქალის სურნელს შეგაგრძნობინებთ, იმიტომ, რომ დამზადებულია… ქალის ვაგინალური გამონადენისგან. მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ Vulva Original — ეს პარფიუმერია კი არა, არამედ ყველაზე ბინძური ინსტიქტების დასაკმაყოფილებლად შექმნილი არომატია. გაინტერესებთ, ვის შეიძლება გაუჩნდეს მისი შეძენის სურვილი? ვის და, უამრავ ამერიკელ, ჩინელ და რუს „იზვრაშჩენეცს“, რომლებიც ამ სითხეს, რომელსაც დამარილებული თევზის მოტკბო სუნი აქვს, თურმე ლიტრობით უკვეთავენ.

WODE–ს ხილული სუნამოები

ეს უბრალოდ გენიალური გამოგონებაა. მართალია, ორიგინალური არომატით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ხილულია. WODE–ს  შემადგენლობაში მცირე რაოდენობით საღებავი შედის და კანთან თუ სამოსთან შეხებისას კობალტის ფერს იღებს. თუმცა ორიოდე წუთში უკვალოდ ქრება.

გასახდომი სუნამო Prends-Moi

ჭარბი წონის მოშორების უამრავ მეთოდს კიდევ ერთი შეემატა. ფრანგული პარფიუმერიის სახლმა Robertet შვეიცარული კოსმეტიკის ხაზთან Veld’s–თან ერთად გასახდომი პარფიუმი გამოუშვა. ამ სუნამოს შემადგენლობაში შედის სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ენდორფინის გამომუშავებასა და მადის დაკარგვას უწყობს ხელს, ხოლო კოფეინი და კერატინი ცხიმების დაშლას აჩქარებს. რაც შეეხება არომატს — ამაში ორიგინალური არაფერია, სუნამო ბერგამოტისა და ციტრუსების სურნელს აფრქვევს.

ყველა ახალი ამბავი
0