თბილისში დღეს სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალი შედგება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, თავისუფლების მოედანი
თბილისი, თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. 2016 წლის 19 თებერვალს, თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართება, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. 

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრები ხელს მოაწერენ თბილისის განცხადებას.  

მინისტრები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს მოინახულებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ტესტირება წარმატებით განხორციელდა 2015 წელს.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა, სადაც მინისტრებმა ხელი მოაწერეს „ტრაპიზონის დეკლარაციას“. დეკლარაცია ფიკუსირებულია სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.  საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას საქართველო მეორედ მასპინძლობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0