გერმანიაში ლტოლვილების მიღების მსურველთა რაოდენობა მცირდება

© photo: Sputnik / Сергей Строителев / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილები
ლტოლვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik. მნენიას“ გამოკითხვა გერმანიაში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, გერმანელთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ლტოლვილები ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა შეუშვას, კიოლნის მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ, 7%-ით შემცირდა. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვა გერმანიაში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის  დაკვეთით ჩაატარა.
კითხვაზე „გერმანიის ხელისუფლებამ ლტოლვილებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის ნება უნდა დართოს თუ არა? რესპოდენტთა 41%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, რაც 6%-ით მეტია 2015 წლის ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მონაცემებზე. გარდა ამისა, 7%-ით შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც დადებითი პასუხი გასცეს და ამ ეტაპზე მათი რიცხვი 51%-ს შეადგენს. ადრე ჩატარებული გამოკითხვისას კი გამოკითხულთა 58% მიიჩნევდა, რომ გერმანიის ხელისუფლებას ლტოლვილები უნდა მიეღო.
 გამოკითხვა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის  დაკვეთით 2015 წლის 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით და 2016 წლის 3-4 თებერვლის პერიოდში ჩაატარა.  გამოიკითხა სხვადასხვა სოციალური ფენის, სქესისა და ასაკის რესპონდენტი. სტატისტიკური ცდომილება მთლიანად ქვეანაში +/- 3,1%-ს შეადგენს.

© photo: Sputnikგერმანიაში ლტოლვილების მიღების მსურველთა რაოდენობა მცირდება
გერმანიაში ლტოლვილების მიღების მსურველთა რაოდენობა მცირდება - Sputnik საქართველო
გერმანიაში ლტოლვილების მიღების მსურველთა რაოდენობა მცირდება

ცნობა პროექტ „ Sputnik.  მნენიას“ შესახებ
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“.  ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

გაეცანით „ Sputnik.  მნენიას“ სხვა გამოკვლევებს:

გერმანია უკმაყოფილოა მიგრანტების საკითხში აშშ-ის მხარდაჭერის დონით

ევროპისა და აშშ-ის მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში

ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობა საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს

გამოკითხვა: "როგორ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე ნატოს პუნქტების გახსნა?

 

ყველა ახალი ამბავი
0