პრეზიდენტი: იყო მცდელობა, რომ პრეზიდენტი რამენაირად გაეყვანათ რეალური პოლიტიკიდან

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი, არქივის ფოტო
გიორგი მარგველაშვილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ მისი ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში მის წინააღმდეგ პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდენცია ხორციელდებოდა და მოესალმება რომ ეს ტენდენცია, ისევე როგორც ბევრი სხვა - დასრულდა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik.  „მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდენცია", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს, ტელეკომპანია “მაესტროს“ პირდაპი ეთერში საუბრისას. 

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ამ პოსტზე ყოფნის პირველივე დღიდან, მის მიმართ მრავალგვარი ტენდენცია ხორციელდებოდა:  "მახსოვს ტენდენცია, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ კანონებზე ნუ ისაუბრებ, იმიტომ, რომ შენ არ გაქვს საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომ შენ კანონებზე შენი პოზიცია არ უნდა გამოთქვა. შენ უნდა იყო გასული იმ საკითხებზე რეაგირებიდან, რაც კანონებს შეეხება, ასეთი საუბარიც მახსოვს“. 

მისი თქმით იყო იმის მცდელობაც, რომ რადგან პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ფიგურა, მისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საკითხებზე კომენტირების უფლება აეკრძალათ.

მარგველაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: დაიწყო კამპანია „საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო“
 

„სულ ახლახან იყო ტენდენცია, რომ რადგან პრეზიდენტი მოსამართლე არ არის და მოსამართლეების საქმიანობა დაცულია კონსტიტუციით და თურმე პრეზიდენტმა სასამართლო სისტემაზეც ხმა არ უნდა ამოიღოს. არადა კონსტიტუციურად პრეზიდენტს ამის უფლება აქვს. იყო ტენდენცია, რომ რამენაირად პრეზიდენტი გაეყვანათ რეალური პოლიტიკიდან და არ მეთქვა ჩემი პოზიცია. ასეთი ტენდენცია იყო სამწუხაროდ. მსგავსი ტენდენცია აბსოლუტურ ალოგიკურობაშია ნებისმიერ სახელმწიფო კონცეფციასთან“, — თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0