ეგვიპტის წიგნის მაღაზიებში არაბულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გამოჩნდება

© photo: Sputnik / Владимир Вдовин / გადასვლა მედიაბანკში"ვეფხისტყაოსნის" გამოცემის ყდა
ვეფხისტყაოსნის გამოცემის ყდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვეფხისტყაოსნის“ ხელახალი გამოცემა ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროსა და წიგნების გენერალური ორგანიზაციის ხელშეწყობით მოხდა.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა არაბულ ენაზე ეგვიპტის წიგნების მსხვილ მაღაზიებში გაიყიდება, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 „ვეფხისტყაოსანი“ არაბულ ენაზე 1984 წელს ითარგმნა და მისი ხელახალი გამოცემა ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ეგვიპტის კულტურის სამინისტროსა და წიგნების გენერალური ორგანიზაციის ხელშეწყობით მოხდა.

შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშნავს
 

 „ვეფხისტყაოსნის“ არაბული გამოცემის პრეზენტაცია სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით კაიროს წიგნების 47-ე საერთაშორისო გამოფენის „47th Cairo International Book Fair“ ფარგლებში 31 იანვარს გაიმართება. წიგნზე მუშაობა ერთი წელი გრძელდებოდა. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველო-ეგვიპტის მჭიდრო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და არაბულ სამყაროში ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის მიმართულებით, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 „ვეფხისტყაოსანი“ პირველად თბილისში 1712 წელს დაიბეჭდა. ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

ყველა ახალი ამბავი
0