შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ე.წ. "ბიო" ამოიღო

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 21 აბი ბუპრენორფინი, 2,4224 გრ ჰეროინი, 0,9520 გრ კანაფის ფისი და 0,0135 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სამართალდამცავებმა სურამში 1981 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ზაზა კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 21 აბი ბუპრენორფინი, 2,4224 გრ ჰეროინი, 0,9520 გრ კანაფის ფისი და 0,0135 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს მარიხუანას, ოპიუმის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.)


ყველა ახალი ამბავი
0