შსს: მკვლელობის მსხვერპლი წელიწადში 60 ადამიანია, ხოლო ავტო-საგზაო შემთხვევის - 600

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების აუცილებლობას გზებზე მსხვერპლის დიდი რაოდენობით ხსნის.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების აუცილებლობას გზებზე მსხვერპლის დიდი რაოდენობით ხსნის, განაცხადა უწყების მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პარლამენტში.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ხუთშაბათს საგზაო მოძრაობის სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტების პაკეტის პირველი მოსმენა გაიმართა, რაც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას, სასჯელის ალტერნატიული სისტემის შემოღებას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას.

კოსტავას ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო
შსს: ქულების სისტემის შემოღება მდიდარ და ღარიბ მძღოლებს გაათანაბრებს

"თუ მკვლელობის მსხვერპლთა სტატისტიკას შევადარებთ, ეს საშუალოდ 60 ადამიანია წელიწადში, რაც მოსახლეობის სამართლიან მღელვარებას იწვევს, ხოლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლი წელიწადში ათჯერ მეტია — საქართველოში ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად საშუალოდ 600 ადამიანი იღუპება“, — განაცხადა ხუციშვილმა.

„ამას თუ დავამატებთ სხვა რისკებსაც, რომლებზეც ექსპერტები საუბრობენ, ესაა გზებზე ქაოსური მოძრაობა, რაც ქვეყნის ტურისტულ და ტრანზიტულ პოტენციალზე უარყოფითად მოქმედებს, ასევე ისიც, რომ მთავრობა ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა მკურნალობაზე მხოლოდ თბილისში 10 მილიონს ხარჯავს, ჩვენ ცუდი ვითარება გვაქვს“, — დასძინა მან.
მისი თქმით, საქართველოს შსს ამ პრობლემების მოგვარებას სერიოზულად გეგმავს და ეს პროექტი სპეციალურად შეიმუშავა.

ყველა ახალი ამბავი
0