ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

© Следственная служба Минфина Грузииდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს საკუთარი სახლის წინ უცნობმა პირმა სასიკვდილოდ დაჭრა. თვითმხილველების თქმით, ხარძიანს უცნობმა მოტოციკლისტმა სახლის სადარბაზოსთან ესროლა.

თბილისი, 21იანვარი —  Sputnik. ქართველი ბიზნესმენის ბესო ხარძიანის მკვლელობის ბრალდებით საქართველოში უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები —  ალექსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი დააპატიმრეს, განაცხადა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ქართველი პროკურორის მკვლელობის ქრონიკა

ცნობილი ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს საკუთარი სახლის წინ უცნობმა პირმა სასიკვდილოდ დაჭრა.

თვითმხილველების თქმით, ხარძიანს უცნობმა მოტოციკლისტმა სახლის სადარბაზოსთან ესროლა. ბიზნესმენი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა თავის, მუცლისა და მკერდის არეში მიღებული ჭრილობების შედეგად, იგი გარდაიცვალა.

ხარძიანი — „კუს ტბის“ ყოფილი მფლობელი იყო. 2011 წელს იგი ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-გავრცელების ბრალდებით იქნა დაპატიმრებული. გათავისუფლების შემდეგ ხარძიანი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებში, გარდა ამისა, მან მთავარ პროკურატურას „კუს ტბის“ დაბრუნების თხოვნით მიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0