ევრაზიული ეკონომიკა და რეგიონული უსაფრთხოება

© photo: Sputnik / Екатерина Штукина / გადასვლა მედიაბანკშიყაზახეთში დსთ–ს ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა
ყაზახეთში დსთ–ს ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსი მუხინი უსაფრთხოების მრავალფუნქციური საერთაშორისო სტრუქტურის პერსპექტივებს განიხილავს, რომელიც ევრაზიული ინტეგრაციული პროექტისთვის – რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, სომხეთი და ყირგიზეთი – დამცავ ფარს წარმოადგენს.

ალექსეი მუხინი – პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი – Sputnik–ისთვის.

მოსკოვში ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთახმების ორგანიზაციის სესია ერთდროულად გამიზნულად ჩატარდა. ბოლო დროს ეკონომიკა და უსაფრთხოება ხელიხელჩაკიდებული მიაბიჯებენ.

რეგიონული უსაფრთხოების გამტკიცება მეტნაკლებად მყარი ეკონომიკური განვითარების გარანტია ხდება, და ამასთან დაკავშირებით მისი განხილვა, როგორც ევრაზიის რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლების ფაქტორი, სრულებით შესაძლებელია.

ე. წ. ახლოაღმოსავლური რისკები, რა თქმა უნდა, CSTO-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შეთახმების ორგანიზაცია) მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფებების, ხოლო პერსპექტივაში – ავღანური რადიკალური ელემენტების შეღწევის საფრთხესთან არის დაკავშირებული. ამიტომ დღეს CSTO–ს ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების ძირითად ამოცანას შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ კოლექტიური დაპირისპირებისთვის გაერთიანებული საჯარისო ქვედანაყოფების მზადყოფნის მუდმივი დემონსტრირება წარმოადგენს, რაც ავღანეთიდან ნატოს კონტინგენტის გამოყვანასთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ეთნიკურ ნიადაგზე და სასაზღვრო კონფლიქტების პროვოკაციებთან არის დაკავშირებული. 

დღეს CSTO–ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების მიერ ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების შემადგენლობაში კოლექტიური საავიაციო ძალების შექმნის შესახებ პროექტის შეთანხმება და რეალიზება აქტუალური გახდა. პროექტი მოიცავს სამხედრო–სატრანსპორტო და შეიარაღებული ძალების სპეციალური ავიაციის, შინაგან საქმეთა ორგანოების, შინაგანი ჯარების, უსაფრთხოების ორგანოებისა და სპეციალური სამსახურების ჩამოყალიბებას, ასევე, საგანგებო სიტუაციების შედეგების გაფრთხილებისა და ლიკვიდაციის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების შექმნას. სხვათა შორის, ამჟამად პროექტის მონაწილე ქვეყნები სამხედრო–პოლიტიკური თანამშრომლობის სქემებისა და მექანიზმების კორექტირებაზე მუშაობას ჯერ კიდევ აგრძელებენ. 

ჯამში CSTO უსაფრთხოების მრავალფუნქციურ საერთაშორისო სტრუქტურად უფრო ნათლად ყალიბდება, რომელიც ევრაზიული ინტეგრაციული პროექტისთვის – რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის, სომხეთისა და ყირგიზეთისთვის დამცავ ფარს წარმოადგენს. თუმცა, სამუშაო რეალური სამხედრო ინფრასტრუქტურის ორგანიზების მხრივ, რომელიც ეფექტურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, კიდევ ბევრია. 

სხვათა შორის, ესეც ბოლო დროის მიღწევაა, CSTO–ს მონაწილე ქვეყნებს შორის დღეს უსაფრთხოების სისტემის შემდგომი განვითარების ხედვაში რაიმე საბაზისო განსხვავებული მოსაზრებები არ არსებობს. ასეთი შეკრულობის საკვანძო ფაქტორი პროექტის მონაწილე ქვეყნების საზღვრების გასწვრივ მზარდი არასტაბილურობაა.

ამასთან დაკავშირებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და CSTO–ს განვითარების მოკლევადიან პერიოდში რიგი სერიოზული საკითხების გადაჭრა მომწიფდა:

პირველ რიგში, ბოლო დროს CSTO–სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გაერთიანების საკითხი დადგა. თუმცა ამის წინააღმდეგ CSTO–ს გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა გამოდის, რომელიც CSTO–ს ევროპულ მოდელზე გარდაქმნის იდეას ლობირებს, სადაც პოლიტიკითა და ეკონომიკით ევროკავშირია დაკავებული, ხოლო უსაფრთხოებით – ნატო. ამ სტრუქტურების გაერთიანებაზე საუბარი ნამდვილად ნაადრევია, რადგანაც გაერთიანებული ორგანიზაცია უზარმაზარი გახდება და უფლებამოსილებებით იქნება გადატვირთული. 

მეორე – CSTO–ს მონაწილე სახელმწიფოებს წინ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნაზე მუშაობის გეგმის შეთანხმება ელოდებათ. აქ განსაკუთრებული პოზიცია ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უკავია. 

მესამეც, CSTO კოლექტიური ძალების ბაზაზე კიბერსაფრთხეების აღსაკვეთად სპეციალური ქვედანაყოფების შექმნას გეგმავს, რაც, მსოფლიო საინფორმაციო ომის პირობებში, ძალზე აქტუალურია. 

სამწუხაროდ, ევრაზიულ სივრცეში საინტეგრაციო პროცესების მონაწილეთა შორის წინააღმდეგობები, რაც ასევე საგარეო ზემოქმედებითაც არის გამოწვეული, ჯერჯერობით დასახული ამოცანების სათანადოდ და ოპერატიულად გადაჭრის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, შეიძლება ვარაუდი, რომ 2016 წელს ეკონომიკური მდგომარეობა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც თუ ცოტა საერთო საფრთხე, ინტეგრაციული პროცესების ახალ, ხარისხიან დონეზე გადაყვანის საშუალებას იძლევა.  


ყველა ახალი ამბავი
0