აქვს თუ არა მომავალი დსთ–ს?

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიდსთ–ის წევრ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა
დსთ–ის წევრ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როსტისლავ იშჩენკოს ანალიზი დსთ–ს როლზე მსოფლიოში და იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგას ეს ინტაგრაციული გაერთიანება პოსტსაბჭოთა სივრცეზე ახალი საინტეგრაციო მექანიზმების გაჩენის პირობებში.

როსტისლავ იშჩენკო

სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი

დღეისათვის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა — დსთ — გახლავთ ერთ–ერთი ყველაზე უცნაური  და წინააღმდეგობრივი გაერთიანება პოსტსაბჭოთა სივრცეში. 

რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ხელმძღვანელებს, რომლებმაც 1991 წლის 8 დეკემბერს უკანონოდ დაშალეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ესმოდათ, რომ, მიუხედავად სსრკ–ს ხალხების მკვეთრად დაფიქსირებული ნებისა, არ შეიძლებოდა უბრალოდ გაეუქმებინათ ერთიანი სახელმწიფო. ამიტომ მის მაგივრად, სასწრაფო წესით, შეიმუშავეს და წამოაყენეს რაღაც კონფედერაციის მსგავსის დააარსება, რაც მოულოდნელად „გასაერთაშორისსუბიექტებულ“ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს გააერთიანებდა. 

გარეგნულად ეს ახალი სამოკავშირეო შეთანხმების შესახებ იდეის განვითარებას უნდა ჰგვანებოდა, რომელიც ახალი ოგარიოვოს პროცესის ფარგლებში იყო შემუშავებული. 

წითელი მოედანი მოსკოვში, 70–იანი წლები - Sputnik საქართველო
სსრკ–ის კრახი — საუკუნის გამოცანა

1993 წლის სექტემბრამდე ფორმალურად ნარჩუნდებოდა დსთ–ის გაერთიანებული შეიარაღებული ძალები (რომელსაც სსრ კავშირის თავდაცვის უკანასკნელი მინისტრი, ავიაციის მარშალი შაპოშნიკოვი უსარდლებდა). ნავარაუდევი იყო ერთიანი ეკონომიკური სივრცის შენარჩუნება–განვითარება და საგარეო პოლიტიკური საქმიანობის კოორდინირებაც. 

თუმცა, დსთ–ის — როგორც ინტეგრაციის მექანიზმის — კონცეფციის პარალელურად, დაიბადა დსთ–ის, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ცივილურად გაყრის მექანიზმის კონცეფციაც.  ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კონცეფციის ერთდროულმა განხორციელებამ პრაქტიკაში ის მოიტანა, რომ დსთ ვერა და ვერ გაფორმდა სტრუქტურულად და დღეისათვის სხვადასხვა დონის მრავალმხრივი  შეთანხმებებისა და მექანიზმების კომპლექსსა და ასევე სახელმწიფოთა მეთაურების, მთავრობებისა და წევრი ქვეყნების პერიოდული შეხვედრების არენას წარმოადგენს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები თანამშრომლობას განავითარებენ - Sputnik საქართველო
ბრიუსელის პოლიტიკის აღმოსავლეთ ვექტორი

ყველაზე უკეთ დსთ–ის მდგომარეობას მისი შემადგენლობა და მათ შორის ურთიერთობა წარმოაჩენს. 

დღეისათვის დსთ–ში ფორმალურად 11 სახელმწიფო შედის. საქართველომ, რომელმაც თანამეგობრობა 2009 წლის აგვისტოში  დატოვა,  მაინც შეინარჩუნა დსთ–ის ფარგლებში ხელმოწერილი  შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების წევრობის უფლება. 

უკრაინასა და თურქმენეთს ხელი არ მოუწერიათ დსთ–ის წესდებაზე. ამასთან, აშხაბადმა 2005 წელს თანამეგობრობაში საკუთარი სტატუსი ასოცირებულ წევრად განსაზღვრა, ხოლო უკრაინა თავს დსთ–ის მონაწილე– ქვეყნად მიიჩნევდა მაშინ, როცა წესდების ხელმომწერი სახელმწიფოები, კიევის ვერსიით, თანამეგობრობის წევრი–ქვეყნები გახლდნენ. აღსანიშნავია, რომ სტატუსებში პრაქტიკული განსხვავება არ იკვეთებოდა. უკრაინას მიაჩნდა, რომ თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნობა (თუნდაც მისი დამფუძნებლის რანგში) სულაც არ ნიშნავდა დსთ–ის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობას. რაც, სხვათა შორის, სულაც არ ახდენდა გავლენას კიევის წარმომადგენლების მონაწილეობაზე თანამეგობრობის ყველა სამიტში. ამას უკრაინისთვის იმაშიც კი არ შეუშლია ხელი, რომ დსთ–ის თავისუფალი ვაჭრობის ზონას მიერთებოდა. 

საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
ხედვა რუსეთიდან: რით განსხვავდება ევროკავშირთან ქართული ასოცირება უკრაინულისგან?

დსთ–ის წევრ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გამო, პერმანენტული კონფლიქტია გაჩაღებული. ყარაბაღში ზოგადად ზავი მოქმედებს, მაგრამ ომის საფრთხე გამორიცხული არ არის. 

რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებიც არიან. დსთ–სთან შედარებით, ეს ბევრად ღრმა ინტეგრაციული გაერთაინებაა. 

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან მიერთების სურვილს გამოთქვამენ, რასაც ავტომატურად მოჰყვება დსთ–ის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების უმეტესობაში მონაწილეობაზე ფაქტობრივი უარი. მაგალითად, ეს კიევს ართმევს დსთ–ის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში მონაწილეობის უფლებას. 

ყოველივე ამასთან ერთად, რუსეთმა და ბელორუსიამ მოკავშირული სახელმწიფოც — დსთ–სგან ცალკე სტრუქტურა — შექმნეს, თუმცა, შეინარჩუნეს აბსოლუტური სუვერენიტეტი. 

და ეს ყველაფერი მონღოლეთისა და ავღანეთის ჩაუთვლელად, რომლებიც დსთ–ს ცალკეული სტრუქტურების დამკვირვებლები არიან (2008 წელს ქაბულმა თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობის სურვილიც კი გამოთქვა). 

როგორც ვხედავთ, დსთ რაღაც მყიფე და ამორფული წარმონაქმნია, რასაც გაერთიანებასაც ვერ დავარქმევთ, ვინაიდან მისი ზოგიერთი წევრი გასვლას ცდილობს. 

თავად ახალი ინტეგრაციული გაერთიანებების — საბაჟო კავშირის, ევრაზიული კავშირის — შექმნის ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ  არსებულ ფორმატში დსთ–მა ამოწურა საკუთარი ინტეგრაციული პოტენციალი.

თანამეგობრობა ვერ იქცა სსრ კავშირის რბილ ვერსიად. თანამეგობრობის ფარგლებში ვერ გადაილახა ცენტრიდანული ტენდენციები, რომლებიც 90–იანი წლების ბოლოსა და 2000–იანების დასაწყისში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში დომინირებდა. მის ბაზაზე აღმოცენებულმა ინტეგრაციულმა პროექტებმა თანამეგობრობას ბევრით აჯობეს. დსთ–მა შეასრულა საკუთარი როლი, ვინაიდან არსებობის პირველ წლებში შექმნა სსრკ–ის დაშლის შემდეგ წარმოშობილი პრობლემებისა და წინააღმდეგოების დასარეგულირებელი მოედანი. 

მართალია, დსთ ვერ იქცა ინტეგრაციის მექანიზმად, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ მის ფუნდამენტზე აღმოცენდა ახალი ინტეგრაციული მექანიზმები, მაგალითად ევრა ზიის ეკონომიკური კავშირი. 

აშკარაა, რომ თანამეგობრობის შემდგომი არსებობის ალოგიკურობის მიუხედავად (რომლის ფარგლებში მოქცეული ერთი ქვეყანა — უკრაინა, მეორეს — რუსეთს, აგრესორობაში ადანაშაულებს), დსთ უახლოეს მომავალში არ დაიშლება. რაღაც დოზით ის პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაციის სიმბოლოდ იქცა. სიმბოლოებს კი ასე უბრალოდ არ ემშვიდობებიან.    

და მაინც, დსთ–ს უკვე ახლა ვიხსენებთ წელიწადში ორიოდეჯერ, როცა რაღაც ღონისძიება ან წლისთავი იგეგმება. სიცოცხლეს ის მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული და ზეეროვნული სტრუქტურების ბიუროკრატიული ინერციის წყალობით ინარჩუნებს, რომლებიც მისი არსებობის 24 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა. 

გამომდინარე აქედან, დსთ–ის ფორმატში შეხვედრები სულ უფრო იშვიათად გაიმარტება და დროთა განმავლობაში, ოფიციალურადადც რომ არ დაიშალოს, სტრუქტურა უბრალოდ შეწყვეტს არსებობას. 

 

რედაქციის პოზიცია, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ავტორისას


ყველა ახალი ამბავი
0