სვანი ფოტოხელოვანი და სამყარო ,,ცასთან ახლოს“

© В. Наверианиცასთან ახლოს
ცასთან ახლოს - Sputnik საქართველო
გამოწერა

 სოფო კაკაჩია

 „ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და სულიერი სიმშვიდის წყაროა“- ამბობს ფოტოგრაფი ვახო ნავერიანი, რომელიც  პროფესიით ინჟინერი გახლავთ. მისი პირველი ფოტოგამოფენა სვანეთში, მისსავე ინტერნეტ-კაფეში შედგა.   იგივე ფოტოკოლექცია გამოიფინა ზუგდიდში, ქართულ-პოლონური პროექტის „ჩვენი  ძალა ჩვენშია“ ფარგლებში,  ფოტოხელოვანის ნამუშევრები 2007, 2008 და 2009 წლებში სხვადასხვა გამოფენა-კონკურსებზე იყო წარდგენილი. მათ შორის იყო ფოტოკონკურსები: „ქოლგა“ და  ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწყობილი ფოტოკონკურსი, რის შემდეგაც ის ნომინანტებში ორჯერვე მოხვდა. ვახო ნავერიანის ფოტოები რუსულ გამოცემებშიცაა გამოყენებული. 2014 წელს კი — გამომცემლობა,,სეზანმა“ გამოსცა მისი ფოტოალბომი სახელად „ცასთან ახლოს“. 

 —ბატონო ვახო,  პროფესიით ინჟინერი ხართ, ამ პროფესიით გატაცებაში  სვანეთის ულამაზესმა ბუნებამ ხომ არ იქონია თქვენზე გავლენა?

 - 1957 წლის 17 დეკემბერს, სვანეთში დავიბადე და სკოლაც აქ დავამთავრე. სტუდენტობის პერიოდის გარდა, სულ მესტიაში ვცხოვრობ. პროფესიით ელექტრო-გამოყენებითი ტექნიკის ინჟინერი ვარ. ამჟამად კომპიუტერული ტექნიკის ინჟინრად ვმუშაობ.  ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ფოტოების გადაღება 2000 წელს დავიწყე. დასაწყისში ეს მხოლოდ გატაცება იყო: ჩემს ფოტოებზე ულამაზესი ბუნების მრავალფეროვნების კადრები გაჩნდა და ჩემს  არჩევანზე გავლენაც მან მოახდინა. ახლობლების მხრიდან  ჩემი ნამუშევრების მაღალმა შეფასებამ შეცვალა ამ გატაცებისადმი ჩემი დამოკიდებულება და ისიც საქმედ იქცა. მითუმეტეს ჩემი „თაყვანისცემლების“ რიცხვში ხელოვნებათმცოდნეები და პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან. ჩემი ფოტომასალა გამოყენებულია ისეთ პროექტებში, როგორიცაა, იკომოს საქართველოს კვლევა, სვანეთის კვლევის ილუსტრაციები,  ა/ო სვანეთის ტურიზმის ცენტრის სხვადასხვა პროექტებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი,,,ექსპო ჯორჯიას“ ტურიზმის გამოფენებზე. 

 — ვიცი, რომ სოციალური ქსელით უფრო პოპულარული გახდით..

 —დიახ, ინტერნეტით ჩემი ფოტოების წყალობით რამდენიმე საინტერესო ურთიერთობა და დიდი ხნის მიმოწერა მქონდა სრულიად უცნობ ადამიანებთან. პირველად ასეთ ამბავს  გავიხსენებდი: ერთხელ ინტერნეტში ერთ-ერთ ბლოგზე  ჩემი გადაღებული  ფოტო ვნახე და მივწერე, უნებართვოდ რატომ გამოაქვეყნეთ-მეთქი, რაზეც კორექტული და ზრდილობიანი პასუხი მივიღე. ცოტა ხანში კი ამ ადამიანმა თავის ბლოგზე ჩემი ფოტოალბომი გახსნა, რომლის მეშვეობით რუსულ ინერნეტ სივრცეში პოპულარული გავხდი. svaneti. ru-ზე ჩემი პირადი ალბომია გახსნილი. 

 -ბატონო ვახო, რა არის თქვენთვის ფოტოგრაფია?

 -ჩემთვის ფოტოგრაფია მარტივად რომ გითხრათ, არის ის, რაც სულიერ სიამოვნებას მანიჭებს. ვიღებ ბუნებას, ძველსა და ახალ არქიტექტურას, ადამიანებს, ფრესკებს, სვანეთის სიწმინდებს, თბილისს, ბუნებას, პეპლებს და ყვავილებს, ცხოველებს… ბუნებაში ვეძებ გამომსახველობას, ჩემთვის ახლობელია ბუნების ვაჟასეული აღქმა.  რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც ვიღებ. ადრე ჯვარი-მესტიის გზის მშენებლობაზე ვმუშაობდი და მშენებლობის პროცესი ფაქტიურად მთლიანად მაქვს დაფიქსირებული. იყო პერიოდი, როცა ფოტოაპარატს არ ვიშორებდი… 


ყველა ახალი ამბავი
0