ექსპერტი:„სირიის კონფლიქტში საფრანგეთის ჩართვა შიდა პოლიტიკაზეა გათვლილი“

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია სირიაში
სიტუაცია სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საქართველოში სტუმრობისას განაცხადა, რომ ფრანგი ხალხის რეაქცია ტერორისტების ქმედებებზე ძალიან თანმიმდევრული იქნება არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ თავდასხმის ნაწილშიც.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის მიერ სირიაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებები, პარიზის ტერაქტების შემდეგ უფრო სახის შენარჩუნებას ჰგავს, ვიდრე რეალური შედეგის მიღების სურვილს,– თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი. 

 „13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების საპირწონედ, საფრანგეთი ცდილობს საზოგადოებას სირიაში რაღაც აქტიური ქმედებები აჩვენოს და ეს უფრო შიდა პოლიტიკაზეა გათვლილი, ვიდრე რეალური ეფექტური ზომების გატარებაზე“– განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 ექსპერტის თქმით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ  საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა დასავლეთის პირველი ლიდერი, რომელმაც ტერორიზმთან საბრძოლველად რუსეთთან სრულმაშტაბიანი კოალიციის შექმნის სურვილი გამოთქვა.

 საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საქართველოში სტუმრობისას განაცხადა, რომ  ფრანგი ხალხის რეაქცია ტერორისტების ქმედებებზე ძალიან თანმიმდევრული იქნება არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ თავდასხმის ნაწილშიც.

 "რა თქმა უნდა მსოფლიო შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ვიცით რამდენად ღრმა არის ეს ცვლილება. ჩვენ არ ვიცით რამდენად სასტიკნი არიან ეს ბარბაროსები. იმ შეტევის შედეგად, რომელიც მათ განახორციელეს, დაიღუპნენ ახალგაზრდები. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ უნდათ შეიცვალოს ჩვენი სამყარო და გვთავაზობენ რაღაც შუასაუკუნეობრივ რეგრესს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ამაზე საკმაოდ სერიოზული რეაგირება იქნება. თქვენ ნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტის რეაქცია, ასევე პარლამენტის და მინდა გითხრათ, რომ ფრანგი ხალხის რეაგირება გაგაოცებთ. ეს იქნება ძალიან თანმიმდევრული არა მხოლოდ თავდაცვის თვალსაზრისით, არამედ თავდასხმის ნაწილშიც", – განაცხადა ბერნარდ კუშნერმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0