„მეწარმეებს და ფერმერებს დოლარში აღებული შეღავათიანი კრედიტების გადახდა უჭირთ“

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიКахетия - родина грузинского вина
Кахетия - родина грузинского вина - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე სულ 642 488 095 ლარი და 163 176 553 აშშ დოლარი გაიცა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მეწარმეებს და ფერმერებს, რომლებმაც შეღავათინი სესხები დოლარში აიღეს, ლარის დევალვაციის შემდეგ უფრო მეტი თანხის გადახდა უწევთ, განაცხადა ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორმა შოტა მაჭარაშვილმა. 

„შეღავათიანი კრედიტების  მთელი ხიბლი მისი სიიაფე იყო. ლარის გაუფასურების  შემდეგ კი  ფერმერებს დოლარში აღებული კრედიტების გადახდა გაუჭირდათ“–აღნიშნა ექსპერტმა 

 მის თქმით, ლარის დევალვაცია რომ არა, სხვა მხრივ ამ პროექტებმა წარმატებულად იმუშავეს. 

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე სულ 642 488 095 ლარი და 163 176 553 აშშ დოლარი გაიცა.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო

მეწარმეებისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის მიზნით, დღეის მდგომარეობით, სულ 25 200 შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. 

 "დღეის მდგომარეობით სულ გაცემულია 25 200 კრედიტი. პროექტის ფარგლებში ლარში გაცემულია 24 000 სესხი, გაცემული თანხა კი შეადგენს 642 488 095 ლარს. აშშ დოლარში გაცემულია 1 200 სესხი, გაცემული თანხის ჯამური ოდენობა კი 163 176 553 აშშ დოლარია", — აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 სულ დაფინანსებულია 139 ახალი საწარმოს შექმნა და 665 საწარმოს გაფართოება. ახალ საწარმოებში შეიქმნა (სეზონურობის ჩათვლით) 3 500 სამუშაო ადგილი.

  რაც შეეხება პროექტს "აწარმოე საქართველოში", მის ფარგლებში გაცემულია 18 029 298 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი სესხი. დაფინანსებული დარგებია: რძის გადამუშავება, ჩაის წარმოება, ცხოველის საკვების წარმოება, ხილის გადამუშავება, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0