ქართული ღვინო ჩინეთში ოქროს მედლით დააჯილდოეს

ქვევრები
ქვევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის ფარგლებში მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media–ს (საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი) ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი 17 ნოემბერს ქართული ღვინის დეგუსტაციას გამართავს და მის შესახებ ლექციას წაიკითხავს.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ქართული ღვინის კომპანია „თელედას“ 2011 წლის მოსავლის ქვევრის ღვინო „თელედა — ქარვისფერი, მშრალი“, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  მე–15 საერთაშორისო გამოფენა Interwine Guangzhou 2015–ის ოქროს მედლით დააჯილდოეს, — იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

2011 წლის მოსავლის „თელედა — ქარვისფერი მშრალი“ საუკეთესო გამოდგა მსოფლიოს 5 ქვეყნის 16 ღვინოს შორის. სულ კონკურსზე  წარმოდგენილი იყო 23 ქვეყნის 183 ღვინის კომპანიის პროდუქცია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით Interwine Guangzhou 2015–ში მონაწილეობს ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია: „ბესინი“, „ასკანელი ძმები“, „ბაგრატიონი 1882“, „თელიანი ველი“, „დუგლაძეების კომპანია“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „თელავის ღვინის მარანი“ და „ბატონო“.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინო "საფერავი 2011"- მა ჰონგ-კონგში ორი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

გამოფენის ფარგლებში მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media–ს (საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი) ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი 17 ნოემბერს ქართული ღვინის დეგუსტაციას გამართავს და მის შესახებ ლექციას წაიკითხავს.

ქართული ღვინის წარმატება ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ექსპორტის მკვეთრი,  87%-იანი მატება დაფიქსირდა.  განვლილი 10 თვის მანძილზე ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. 


ყველა ახალი ამბავი
0