პარიზში ტერაქტების შემდეგ საფრანგეთი საზღვრებს დახურავს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიСотрудники французской полиции
Сотрудники французской полиции - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმს შემოიღებს და დახურავს საზღვრებს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმს შემოიღებს და დახურავს საზღვრებს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. 

სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა თავდასხმების შედეგად პარიზსა და მის ახლო მდებარე რაიონ სენ-დენიში, იტყობინება საინფორმაციო ტელეარხი BFMTV. 

უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ერთ ერთ  რესტორანში პარიზის X ოლქში, ასევე თეატრ „ბატაკლანში“ХI ოლქში, სადაც მიმდინარეობდა კალიფორნიული როკ-ჯგუფის კონცერტი. თეატრში მძევლები ყავთ აუვანილი.

გარდა ამისა, ორი ან სამი აფეთქება, სავარაუდოდ ყუმბარის გაისმა უშუალოდ სტადიონ „სტად დე ფრანსეს“ მიდამოებში, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. 

„რამოდენიმე წუთში დაიწყება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. მიღებული იქნება ორი გადაწყვეტილება: საგანგებო სიტუაციის შემოღება და და საზღვრების დახურვა“, — თქვა ოლანდმა ერის მიმართ გაკეთებულ  სატელევიზიო განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0