თბილისში სამასზე მეტი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის

© facebook.com/CityHallofTbilisiდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარეობს მუშაობა 2016-2018 წლების ქალაქ თბილისის ადაპტირების 3 წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტის ადაპტირება.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისში სამასზე მეტი შენობა და ინფრასტრუქტურის ობიექტი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

 აღსანიშნავია, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა 2016-2018 წლების ქალაქ თბილისის ადაპტირების 3 წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტის ადაპტირება, მათ შორისაა — ადმინისტრაციული შენობები, რეკრეაციული ზონები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილი, საბავშვო ბაღები, კულტურული და სპორტული დაწესებულებები“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

  აღნიშნული სამუშაოების შესრულება უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდება.

 “საქართველოს და განსაკუთრებით თბილისს ინკლუზიური ტურიზმის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობს, რათა თბილისი ხელმისაწვდომი გახდეს ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის“, — თქვა დავით ნარმანიამ ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე რომელიც თბილისში გაიმართა.

 კონფერენცია "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გერმანიის ელჩმა ბეტინა ქადენბახმა.

თბილისი 2015 - Sputnik საქართველო
"თბილისი 2015"–ის ორგანიზატორებმა შშმპ–თა საჭიროებები არ გაითვალისწინეს

 ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების, წარმატებული მაგალითების, მეთოდოლოგიების, სტრატეგიებისა და მიმდინარე წლის სიახლეების გაცნობა და გაზიარებაა.

 კონფერენცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის (ENAT) ასოცირებული წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსას“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი და საერთაშორისო საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0