კატმანდუში ფესტივალზე პოლიციელები ძაღლებს ყვავილის გვირგვინებს უკეთებდნენ

გამოწერა

ნეპალელებმა იამა პანჩაკის, სიკვდილის ღმერთისადმი მიძღვნილი ფესტივალის მეორე დღე აღნიშნეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მორთეს და შემოსეს კატმანდუს მაცხოვრებლებმა ძაღლები, რომლებსაც ინდისტები სახლის მცველებად მიიჩნევენ.

იამა პანჩაკის ფესტივალი ნეპალში ყოველწლიურად იმართება. მისი დასახელება ითარგმნება როგორც "ღმერთ იამას ხუთი დღე". ინდუისტები დღესასწაულზე ოთხ ცხოველს ეთაყვანებიან" ყვავს, ძაღლს, ძროხასა და ხარს.

ფესტივალის მეორე დღეს განსაკუთრებული ყურადღება ძაღლებს ეთმობათ, რომლებიც ინდუისტური მითოლოგიის მიხედვით სახლის მცველებად მიიჩნევიან.

მათ მოსავენ და თავზე ყვავილის გვირგვინებს ადგამენ. ძაღლებს პატივისცემის ნიშნად სპეციალურ ფერად ფხვნილს აყრიან და შუბლზე წითელ წერტილებს ასვამენ. ერთგულებისათვის ცხოველებს სხვადასხვა ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ამ დღეს უყურადღებოდ არც მიუსაფარი ძაღლები რჩებიან. მათაც აფერადებენ ფხვნილით და კვებავენ.

იამა პანჩაკი – დიდი ინდუისტური დღესასწაულის, დივალის მეორე დასახელება. ის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა, ამიტომ ინდუისტები ამ დღეების განმავლობაში ყველგან სანთლებსა და ფარნებს ანთებენ.

ყველა ახალი ამბავი
0