აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენებით

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დაწყებამდე, შესაძლოა ღრმა პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, - თვლის ოფიციალური ვაშინგტონი.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. აშშ შეშფოთებულია ქართულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მფლობელთა ცვლილებით, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. 

 მანამდე თბილისის საქალაქო სასამრთლომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2006 წელს სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მაშინდელი მთავრობის ზეწოლის შედეგად, დათმო „რუსთავი 2“-ის წილი სახელმწიფოს სასარგებლოდ, და მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიის 60%-იანი წილის ქიბარ ხალვაშისათვის, ხოლო 40% მისი კომპანია „პანორამასთვის“ გადაცემის შესახებ. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვერდიქტი დაუყოვნებლივ არ აღსრულდება. 

 პარასკევს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა ტელეკომპანიის დროებითი მმართველი. კერძოდ მმართველობა უნდა გადავიდეს ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის დავით დვალისა და ჟურნალ  Forbes Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის რევაზ საყევარიშვილის ხელში. 

 ჩვენ შეშფოთებულნი ვართ „რუსთავი 2“-ის საქმით და მისი შედეგებით საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პლურალიზმისათვის. ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დაწყებამდე, შესაძლოა ღრმა პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. დემოკრატიულ ქვეყანაში კრიტიკულ აზრს წახალისება სჭირდება და არა ჩახშობა“, თქვა კირბიმ. ამასთან მან აღნიშნა, რომ პრესისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის“. 

 

ყველა ახალი ამბავი
0