ტუსკი: ევროკავშირი Frontex–ს არალეგალების გაძევების უფლებას მიანიჭებს

© photo: Sputnik / Геннадий Мельник / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილები
ლტოლვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი მიზანია Frontex–ს საკუთარი ინიციატივით არალეგალი მიგრანტების დაბრუნების უფლება მივანიჭოთ და ის გარე საზღვრების დაცვის თვალსაზრისით უფრო გავააქტიუროთ. ამავე დროს, წევრი ქვეყნები Frontex–ისთვის დამატებით ასეულობით მესაზღვრის გაგზავნისთვის მზად იქნებიან, განაცხადა ტუსკმა.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირი გარე საზღვრების დაცვის სააგენტო Frontex–ს არალეგალი მიგრანტების გაძევების უფლებას მიანიჭებს და ორგანიზაციის შტატს გაზრდის, განაცხადა პარასკევს ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.

 „ჩვენ საზღვრების საერთო მართვის თაობაზე შევთანხმდით, რათა Frontex–ის მანდატი გავაძლიეროთ. უახლოეს დღეებში სააგენტო უფრო ოპერატიულ ორგანოდ განვითარდება. ჩვენი მიზანია Frontex–ს საკუთარი ინიციატივით არალეგალი მიგრანტების დაბრუნების უფლება მივანიჭოთ და ის გარე საზღვრების დაცვის თვალსაზრისით უფრო გავააქტიუროთ. ამავე დროს, წევრი ქვეყნები Frontex–ისთვის და EASO–სთვის (ევროპის თავშესაფრის მინიჭების სააგენტო) დამატებით ასეულობით მესაზღვრის გაგზავნისთვის, ასევე საბერძნეთსა და იტალიაში „ცხელი წერტილების“ უზრუნველსაყოფად  მზად იქნებიან, განაცხადა ტუსკმა.

მავთულხლართები უნგრეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
ბულგარეთის პრემიერმა ევროკავშირის სამიტი საზღვარზე მომხდარი სროლების გამო დატოვა

გარდა ამისა, ევროკავშირმა თურქეთთან მიგრაციის საკითხებზე სამოქმედო გეგმა მოიწონა.

 „საღამოს სამოქმედო საერთო გეგმის ზუსტ შინაარსთან დაკავშირებით შევთანხმდით, რაც მიმართულია იმის გარანტიაზე, რომ ლტოლვილები, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან, თურქეთშივე დარჩებიან, ასევე, გეგმა ითვალისწინებს თურქეთიდან ევროკავშირში ლტოლვილებისა და მიგრანტების მიღების აღკვეთას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სამიტის შედეგებიდან გამომდინარე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან–კლოდ იუნკერმა. 

მისი თქმით, ფინანსური დახმარების თანხას, რომლის გამოყოფისთვისაც ევროკავშირი მზადაა, „უახლოეს დღეებში ევროკომისიის პირველი ვიცე–თავმჯდომარე (საფრანგეთი) ტიმერმანსი და თურქეთი განიხილავენ“. 

„მინდა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოვხატო. დღეს ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებიც ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვაში დაგვეხმარება. მივესალმებით ევროკავშირი–თურქეთის ერთობლივი სამოქმედო გეგმის მოწონებას, რათა ამჟამინდელ მიგრაციულ კრიზისს გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა.

იუნკერმა ევროკომისიის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის ზრდისთვის გამოყოფილი თანხა დაასახელა - Sputnik საქართველო
იუნკერმა ევროკომისიის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის ზრდისთვის გამოყოფილი თანხა დაასახელა

ევროკომისია იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს რამდენიმე კვირაში მიგრაციის კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა ფონდებში თანხას შეიტანენ, განაცხადა ევროკომისიის მეთაურმა ჟან–კლოდ იუნკერმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროკომისიამ, ოთხშაბათს, არსებული თანხების საკუთარი შეფასება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ გაეროს ლტოლვილთა საკითხებზე სააგენტოს პროგრამების, მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და გაეროს სხვა სტრუქტურების დაფინანსებაზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან 500 მლნ ევრო იქნება გამოყოფილი, ხოლო წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ამ თანხას კიდევ 275 მლნ დაემატება, თან ამ სახსრების 80%–ს დიდი ბრიტანეთი და გერმანია გამოყოფენ. ამგვარად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან კიდევ 225 მლნ ევროს შემოტანას ელოდებიან, რათა თანხამ საჭირო მილიარდს მიაღწიოს.

მიზნობრივ ფონდში, იმ ქვეყნების მხარდასაჭერად, ვინც სირიიდან ლტოლვილებს იღებენ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან 500 მლნ–ის ჩადება იგეგმება, კიდევ 8 მილიონის შეტანის პირობა წევრმა ქვეყნებმა დადეს. იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის გაზრდა 1 მილიარდ ევრომდეა გათვალისწინებული, კომისია წევრი ქვეყნებისგან კიდევ 492 მილიონის ჩარიცხვას ელოდება.

დაბოლოს, ევროკავშირის ბიუჯეტიდან მიზნობრივ ფონდში, აფრიკის ქვეყნებში სტაბილურობის მხარდასაჭერად, 1,8 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ფონდის შევსებისთვის წევრ–ქვეყნებსაც ასეთივე ოდენობის თანხა უნდა წარედგინოთ, მაგრამ დღეისთვის მხოლოდ 9 მილიონის უზრუნველყოფა მოხერხდა. 

 „ჩვენ 2,3 მილიარდი ევრო არ გვყოფნის, რომელიც ევრიკავშირის ქვეყნებს ევროკომისიისთვის უნდა მიეწოდებინათ. ევროკავშირის ქვეყნებმა დღეს პირობა დადეს, რომ ევროკომისიისთვის თანხებს გამოყოფენ, ვფიქრობ, ეს უახლოეს კვირებში მოხდება. ჩვენ ვთხოვეთ ეროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საბჭოსა და ლუქსემბურგს, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უზრუნველყონ თანხების ჩარიცხვა, რომელზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა იუნკერმა. 


ყველა ახალი ამბავი
0