სირიის თავდაცვის სამინისტრო: ბევრი ტერორისტი თურქეთის საზღვრისკენ მიდის

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddin / გადასვლა მედიაბანკში"ისლამური სახელმწიფო"
ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, გენერალმა ალი მაიჰუბმა განაცხადა, რომ ბოევიკების პოზიციებზე კონცენტრირებული დარტყმები მათ სულიერ სიმხნევეზე მოქმედებს, რის შედეგადაც ტერორისტები თურქეთის საზღვრისკენ გარბიან.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. სირიის შეიარაღებული ძალების წარმატებების შემდეგ ტერორისტების დიდი რაოდენობა სირიიდან თურქეთის საზღვრისკენ მიდის, განუცხადა ჟურნალისტებს სირიის შეიარაღებული ძალების გენერალმა ალი მაიჰუბმა.

„წარმატებები, რომლებსაც ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს ოპერაციის დაწყებიდან, ტერორისტების მართვისა და სარდლობის სისტემაზე საჰაერო კონცენტრირებული დარტყმები, ასევე არტილერიის საშუალებებით განხორციელებული დარტყმები, მათ სულიერ სიმხნევეზე მოქმედებს. მათი უმეტესობა თურქეთის საზღვრისკენ მიდის“, – განაცხადა სირიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა. 

როგორც მან აღნიშნა, სოფელ არმანაზსა და პროვინცია იდლიბის დასახლებებში „დემონსტრაციები გაიმართა, სადაც მოსახლეობამ ტერორისტებს ამ დასახლებული პუნქტებიდან წასვლა მოსთხოვა“.  

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს, რის შედეგადაც, გაეროს მონაცემებით, 220 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამთავრობო ჯარებს სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირების ბოევიკების რაზმები უპირისპირდებიან. განსაკუთრებით აქტიურობენ „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებჰატ ან–ნუსრა“.

რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან ახორციელებს წერტილოვან ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, რისთვისაც მოიერიშე „სუ 25"-ებს, ბომბდამშენ „სუ 24"-სა და „სუ 34"-ს იყენებს, ხოლო ჰაერიდან მათ „სუ 30СМ“ ტიპის გამანადგურებლები აზღვევენ.  

ბოლო მონაცემებით, რუსეთის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ტერორისტთა პოზიციებზე ასზე მეტი შეტევა განახორციელეს, მათ შორის, მართვის პუნქტებზე, მოსამზადებელ ბანაკებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე. ამას გარდა, კასპიის ფლოტილიამ 26 ფრთოსანი რაკეტაც გაუშვა, რომელთა განადგურების სიზუსტე 5 მეტრს არ აღემატება.  

სამიზნეები რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე ირჩევა. ცოტა ხნის წინ სირიის ელჩმა რუსეთში დაადასტურა, რომ დარტყმები სწორედ შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე ხორციელდება და არა ოპოზიციასა ან მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამას გარდა, რუსეთის ავიაციის დარტყმების შედეგად, ოპერაციის დაწყებიდან უკვე განადგურებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურის  40 პროცენტი.  

 

 


ყველა ახალი ამბავი
0