გერმანია ლტოლვილებისთვის ყოველთვიურად 670 ევროს გადახდას გეგმავს

© photo: Sputnik / Sergey Stroitelev / გადასვლა მედიაბანკშიგერმანია
გერმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლტოლვილთა ნაკადთან დაკავშირებული ვითარების გადასალახავად ფედერალური ტერიტორიებისა და რეგიონული ხელისუფლებებისთვის გამოყოფილი იქნება 3,7 მილიარდი ევრო. ვარაუდობენ, რომ წელს გერმანიაში 800 ათასი ლტოლვილი ჩავა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ფედერალური მთავრობა თითოეულ ლტოლვილზე 670 ევროს გაცემას აპირებს და მათ საცხოვრებლის დაფინანსებას სთავაზობს, იუწყება პარასკევს სააგენტო Bloomberg.

წელს ქვეყანაში დაახლოებით 800 ათასი ლტოლვილის შესვლას ელოდებიან. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ხარჯები შეიძლება მომავალშიც გაიზარდოს თუ ლტოლვილთა რაოდენობა წინასწარ გათვლილ მოლოდინს გადააჭარბებს.

ფედერალური ტერიტორიებისა და რეგიონული ხელისუფლებებისთვის გამოყოფილი იქნება 3,7 მილიარდი ევრო, რაც მათ ლტოლვილთა ახალი ნაკადის გამო რთული ვითარების გადალახვაში დაეხმარება. მანამდე ინფორმაცია 3 მლრდ ევროს შესახებ გავრცელდა.

ამ ზომებს 29 სექტემბერს დაამტკიცებენ, ხოლო ძალაში 1 ნოემბრიდან, პარლამენტის მიერ ამ კანონის დამტკიცების შემდეგ შევა, იუწყება სააგენტო.

მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონები ამჟამად უზარმაზარ პრობლემებს აწყდებიან, ამიტომ მათ, ფედერალურ მთავრობასთან ერთად, ეს ტვირთი სამართლიანად უნდა გადაინაწილონ. მისი განმარტებით, მთავრობის მიზანს, მხარი დაუჭიროს დაბალანსებულ ბიუჯეტს, საფრთხე არ დაემუქრება.

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 ათასი მიგრანტი შევიდა და მათი რიგები ყოველდღიურად ათასობით მიგრანტით ივსება. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი უდიდესი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კრიზისს უტოლდება.

ევროკავშირი გაეროს ევროპაში სამიგრაციო კრიზისის გადაწყვეტაზე მომუშავე  სააგენტოებს 1 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებით სახსრებს გამოუყოფს. სამიტის შედეგებით, ევროკავშირი მიგრაციული კრიზისის აღმოფხვრაში ბალკანეთის ქვეყნებსაც დაეხმარება, მათ შორის იმ მექანიზმებით, რომლებიც მათი ევროკავშირში გაწევრიანების პროგრამების ფარგლებშია გათვალისწინებული.


ყველა ახალი ამბავი
0