კიშინიოვში გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

© Sputnik/ Геннадий Вакуловскиანტისამთავრობო აქციები კიშინიოვში
ანტისამთავრობო აქციები კიშინიოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოპიკეტეებს მოლდოვის დროშები უჭირავთ და სკანდირებენ: „გადადგომა“! ისინი მოუწოდებენ მოლდოვის ხელმძღვანელობას გადადგნენ და ვადამდელი სპარლამენტო და პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარონ.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვში საპროტესტო აქციის მონაწილენი ორშაბათს გენერალური პროკურატურის შენობის პიკეტირებას ახდენენ უწყების ხელმძღვანელის კორნელი გურინის გადადგომის მოთხოვნით. 

 მოლდოვაში  სამოქალაქო პლატფორმამ DA (Demnitate si adevar –„ღირსება და სიმართლე“) მეორე საპროტესტო კვირა დაიწყო. ორი მასშტაბური მიტინგი 6 და 13 სექტემბერს გაიმართა. შსს-ს მონაცემებით, მათში შესაბამისად მონაწილეობა მიიღო 40 ათასმა და 15 ათასმა ადამიანმა. პლატფორმის მონაწილენი აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ოლიგარქიულ წრეებს ემორჩილება და ევროინტეგრაციის პროცესის იმიტაციას ახდენს. ისინი მოუწოდებენ მოლდოვის ხელმძღვანელობას გადადგნენ და ვადამდელი სპარლამენტო არჩევნები ჩაატარონ, ასევე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები (ეხლა სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტი ირჩევს).

 მოპიკეტეებს მოლდოვის დროშები უჭირავთ და სკანდირებენ: „გადადგომა“! საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა თქმით, გენპროკურორის თანამდებობაზე დანიშნული გურინი დღევანდელი ხელისუფლების უკანონო მაქინაციებს ჩქმალავს. პროკურატურის შენობისაგან პროტესტის მონაწილეთ ორმაგი კორდონი აშორებს: დგანან პოლიციის თანამშრომლები და პიკეტის მონაწილეთა „უსაფრთხოების სამსახური“, რომელიც პლატფორმა DA-ს პროტესტის მომხრე ყოფილი სამხედროებისაგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0