ლივიის ნაპირებთან ნავის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი მიგრანტი დაიკარგა

© AP Photo/ Calogero Montanalampoარალეგალური მიგრანტები იტალიის სანაპირო დაცვის ნავზე
არალეგალური მიგრანტები იტალიის სანაპირო დაცვის ნავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლივიის ნაპირებთან ხუთშაბათს ჩაძირულ ნავზე 120-დან 140 მიგრანტამდე იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ 91 ადამიანის გადარჩენა შესძლო.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სულ მცირე 30 ადამიანი ითვლება დაკარგულად მას შემდეგ, რაც ლივიის ნაპირებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, განაცხადეს პარასკევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

 როგორც სააგენტო ფრანც-პრესი იტყობინება, მიგრანტთა ნავი ხუთშაბათს ჩაიძირა. იტალიის სანაპირო დაცვამ 91 ადამიანი გადაარჩინა. გადარჩენილთა თქმით, ნავზე 120-დან 140 ადამიანამდე იმყოფებოდა. 

 2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ექსპერტთა მოსაზრებით, არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია მოცემულ მომენტში, ევროკავშირის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაადგილებულ პირთა ყველაზე უარესი კრიზისია.


ყველა ახალი ამბავი
0