საქართველოს მთავრობა მეფუტკრეობის დარგის განვითარებით დაინტერესდა

© Government of Georgiaსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საფუძვლით - სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით დაიწყო, რაც გულისხმობს სოფელ მუხურში (სამეგრელოს რეგიონი) საველე სადგურის აღდგენას. სადგური წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.

 თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. „ ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რაც გულისხმობს მეფუტკრეობის განვითარებას კოოპერატივების ჩამოყალიბების გზით“, — განაცხადა პარასკევს, 4 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იტყობინება მთავრობის პრეს-სამსახური.

 მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, განვითარებისა და საწარმოო პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიაწოდა.

 დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი იყო მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 164 კოოპერატივის ხელშეწყობას, მათ შორის 80 მაღალმთიან რეგიონშია.

 „მეფუტკრეობა ის დარგია, რომლის ხელშეწყობა ნულიდან გვიწევს, რადგან მორღვეულია ყველა ინფრასტრუქტურა რაც ოდესმე არსებობდა ამ მიმართულებით“, — თქვა მინისტრმა. 

 სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  საფუძვლით — სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით დაიწყო, რაც გულისხმობს სოფელ მუხურში (სამეგრელოს რეგიონი) საველე სადგურის აღდგენას. სადგური წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.

 მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, პროექტის ფარგლებში დაწესებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებული კოოპერატივებისთვის უზრუნველყოფს სკების შეძენას და მათ ტექნიკურ მხარდაჭერას.

 საქართველოში კოოპერატივის სტატუსი 913 სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებას მიენიჭა. კოოპერატივთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: კახეთი – 72 კოოპერატივი,  ქვემო ქართლი –144,  მცხეთა-მთიანეთი – 36, შიდა ქართლი – 60, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 73, გურია – 62, იმერეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი – 85, თბილისი – 28, აჭარა – 106, ხოლო სამცხე–ჯავახეთი – 163 კოოპერატივი. 

 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  2014 წლის 27 იანვრიდან დაიწყო სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისთვის კოოპერატივების სტატუსის მინიჭება. საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კოოპერატივის შექმნისთვის აუცილებელი პირობაა სამი ფერმერი, ხოლო ბარში – ხუთი. 

 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სათემო–ოჯახური მეურნეობების სწორი და ეფექტური კოოპერირების მიზნით შეიქმნა. აღნიშნულ სტრუქტურას უფლება აქვს მიანიჭოს და ჩამოართვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, ჩაატაროს მათი საქმიანობის მონიტორინგი და ასევე განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ღონისძიებები.  


ყველა ახალი ამბავი
0