საქართველოში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 12%-ით გაიზარდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთლიანობაში საქართველოს ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 2015 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 12,8 მილიარდ ლარს (5,2 მილიარდი დოლარი) აჭარბებს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს სექტორში 2015 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60,8 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულთა რიცხვი საანგარიშო პერიოდში 12 %-ით გაიზარდა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 მთლიანობაში ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვი 568 ათასს შეადგენს, აღნიშნა მინისტრმა. 

 „ჩვენ გვესმის, რომ დასაქმების დონე საკმაოდ დაბალია, და ჩვენ იგი უნდა გავზარდოთ, თუმცა, როცა არის დადებითი ტენდენცია — ეს იმედია, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ“, —თქვა მინისტრმა. 

 საანგარიშო პერიოდში საშუალო ყოველთვიურმა ანაზღაურებამ ბიზნეს სექტორში 942,2 ლარი (410 დოლარი) შეადგინა, რაც 10,6 %-ით მეტია 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 10,1%-ით მეტია შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდზე. 

 მთლიანობაში საქართველოს ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 2015 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 12,8 მილიარდ ლარს (5,2 მილიარდი დოლარი) აჭარბებს. 

 წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობა ფულადი სახით 6,9 მილიარდი ლარია (3 მილიარდი დოლარი), რაც 22,5%-ით მეტია 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. 


ყველა ახალი ამბავი
0