დუშანბეში შსს–ს თანამშრომლებზე თავდასხმის შემდეგ სროლები კვლავ გრძელდება

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები ქალაქ ვაჰადში პოლიციის საგუშაგოსა და დუშანბეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაციას ატარებენ.

თბილისი, 4  სექტემბერი – Sputnik. დუშანბეს გარეუბანში, სამარკანდის რაიონში სროლები ამ დრომდე გრძელდება, აცნობა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკს“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები ქალაქ ვაჰადში პოლიციის საგუშაგოსა და დუშანბეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაციას ატარებენ.

შსს–ს წარმომადგენლის განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა 04:28 სთ–ზე ჯერ ქალაქ ვაჰადში პოლიციის საგუშაგოზე მიიტანეს იერიში, ხოლო შემდეგ დუშანბეში გაემართნენ. შეტაკება დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მოხდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი და ერთი საგზაო ინსპექტორი შეეწირა.


ყველა ახალი ამბავი
0