პრეზიდენტი: საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანაა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, რომელზეც საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის გეოპოლიტიკური როლის შესახებ ისაუბრეს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ ხაზი უნდა გაუსვას თავის როლს, რომ იგი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარასკევს, 4 სექტემბერს საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე.

„ჩვენი ქვეყანა მართლაც შედგა და აღრმავებს თავის ნაბიჯებს როგორც რეგიონალური ჰაბი — კავშირი აზიასა და ევროპას შორის, კავშირი კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის. ჩვენ ამ სპეციფიკას მუდმივად ვუსვამდით ხაზს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხაზს ვუსვამთ რეგიონულ კონტექსტში საქართველოს როლს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის როლს“, — განაცხადა მარგველაშვილმა ამბასადორიალზე.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, რომელზეც საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის გეოპოლიტიკური როლის შესახებ ისაუბრეს.

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა შეხვედრა — ამბასადორიალი 15 წელზე მეტია ტარდება, ბოლო ექვსი წელი ამბასადორიალი სექტემბრის პირველ კვირაში იმართება.

ამბასადორიალი-2015 თბილისში 2 სექტემბერს დაიწყო. ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილება. ასევე, ამბასადორიალზე აფასებენ ქართული დიპმისიების საქმიანობას და მომდევნო წლის პრიორიეტებს საზღვრავენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0