მარიამობის დღე: საქართველოს ეკლესიებში ხალხი ლოცულობდა და სანთლებს ანთებდა

გამოწერა

მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა საქართველოში 28 აგვისტოს წმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე აღნიშნეს. ქვეყანაში ამ დღეს "მარიამობას" უწოდებენ.

საზეიმო ღვთისმსახურება ამ დღეს, რომელიც ქვეყანაში დასვენების დღედაა გამოცხადებული, საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინებოდა. Sputnik კორესპონდნტი ამ დღეს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. დღეისათვის ეს ქვეყნის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარია.

საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მიიჩნევა. გარდა ამისა, მართლმადიდბლურ რელიგიაში ღვთისმშობლის მიძინების დღე თორმეტი მთავარი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთია.

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ყველა ქართველ მართლმადიდებელს მარიამობის დღესასწაული სოციალუქი ქსელის Facebook საკუთარ ოფიციალურ გვერდებზე მიულოცეს.

ყველა ახალი ამბავი
0