ავიამიმოსვლა როსტოვსა და თბილისს შორის შვიდი წლის შემდეგ განახლდა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკში"შერემეტევოს" აეროპორტი
შერემეტევოს აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგულარული რეისები თვითმფრინავით BombardierCRJ-200 შესრულდება, რომელშიც 50 სავარძელია განლაგებული. ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთია.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ პარასკევს როსტოვი-თბილისის რეისი შვიდი წლის შემდეგ პირველად შეასრულა, რითიც რეგულარული ავიამიმოსვლა ქალაქებს შორის განახლდა, აცნობა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ როსტოვის აეროპორტის წარმომადგენელმა ოლგა ლადეიშჩიკოვამ.

რეგულარული ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2006 წელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების შემდეგ გაუქმდა. ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება 2014 წლის სექტემბერში მიიღეს. ამის შემდეგ რეგულარულ ფრენებს საქართველოსა და რუსეთს შორის სამი რუსული („სიბირი“, „ტრანსაერო“ და „აეროფლოტი“) და ერთი ქართული ავიაკომპანია („აირზენა — ჯორჯიან ეარვეისი“) ახორციელებენ.

„დღეიდან, შვიდი წლის შემდეგ, საერთაშორისო აეროპორტის „როსტოვი დონზე“ დღის განრიგში გაჩნდა რეისი საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით“, — განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა. მგზავრებს მარშრუტით როსტოვი დონზე — თბილისი ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მოემსახურება.

რეგულარული რეისები თვითმფრინავით Bombardier CRJ-200 შესრულდება, რომელშიც 50 სავარძელია განლაგებული. ფრენები კვირაში ორჯერ — სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. ფრენის ხანგრძლიოვობა 1 საათი და 10 წუთია.

„ახალ მიმართულებაში მაღალ ტურისტულ პოტენციალს ვხედავთ და ვვარაუდობთ, რომ ამ ფრენებზე როსტოველების მხრიდან მოთხოვნა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, პირადად შეაფასოს კავკასიური სტუმართმოყვარეობა, გაეცნოს საქართველოს თვითმყოფად კულტურასა და საოცარ ბუნებას“, — განაცხადა საავიაციო ბიზნესის განვითარების „რეგიონების აეროპორტების“ დირექტორმა სერგეი დოცენკომ.

ავიარეისი თბილისში როსტოვიდან მე-19 საერთაშორისო მიმართულებაა, ხოლო „აირზენა“ — მერვე უცხოური ავიაგადამზიდი, რომელიც ამჟამად როსტოვის აეროპორტთან თანამშრომლობს. ფრენები ახალი მიმართულებით საზაფხულო განრიგის დასრულებამდე — 24 ოქტომბრამდე განხორციელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0