საქართველოსა და უკრაინის საჰაერო ძალები ურთიერთთანამშრომლობის გეგმას შეიმუშავებენ

© https://www.facebook.com/mod.gov.geვახტანგ კაპანაძე და სერგეი დროზდოვი
ვახტანგ კაპანაძე და სერგეი დროზდოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთობლივ გეგმას შეიმუშავებენ, რომელშიც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები გაიწერება.

თბილისი, 14აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და უკრაინის საჰაერო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაციასთან, რომელსაც გენერალ-მაიორი სერგეი დროზდოვი ხელმძღვანელობს, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ქართველმა და უკრაინელმა გენერლებმა საჰაერო თავდაცვით სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე და საავიაციო ტექნიკის მოდერნიზების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთობლივ გეგმას შეიმუშავებენ, რომელშიც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები გაიწერება.

„დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და პოტენციალის გაცნობა, რათა შემდგომში ერთობლივი სამუშაოები და პროექტები დაიგეგმოს, რაც ორივე მხარეს მოგვცემს საშუალებას, შეიარაღებული ძალები და თავდაცვისუნარიანობა განვავითაროთ“, — აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაცია ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხანას ესტუმრება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0