ქართველ კალათბურთელთა ნაკრებმა ბოსნიელებთან თამაში წააგო

© photo: Sputnik / Alexey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი.
კალათბურთი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
სლოვენიაში ქართველი კალათბურთელები 9 აგვისტომდე დარჩებიან, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და „თბილისის მერის თასის“ ტურნირისათვის დაიწყებენ მზადებას.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კალთბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნიელებთან მეორე ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 62:82 წააგო. თამაში სლოვენიაში შედგა, სადაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. 

 მატჩის ფინალურ მონაკვეთამდე თამაში თანაბარი ძალებით მიმდინარეობდა. ბოლო 10 წუთამდე კოკოშკოვის გუნდი სულ ორი ქულით ჩამორჩებოდა ბოსნიელებს. მაგრამ სწორედ ამ ათ წუთში არ გაუმართლათ ქართველ კალათბურთელებს და ბისნიელების 18 ქულის წინააღმდეგ, მხოლოდ 5 ქულის მოგროვება შეძლეს. 

 ამრიგად, გუნდებმა გამარჯვებები გაცვალეს. შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს შემდგარ გუნდების პირველ მატჩში, ქართველი კალათბურთელები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ — 78:73.

 სლოვენიაში ქართველი კალათბურთელები 9 აგვისტომდე დარჩებიან, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და „თბილისის მერის თასის“ ტურნირისათვის დაიწყებენ მზადებას. საქართველოს ნაკრების გარდა, ტურნორში მონაწილეობას მიიღებენ ლიტვის, ესტონეთისა და იტალიის გუნდები, რომლებიც თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვლენ. 

 კონტინენტურ პირველობაზე, რომელიც 5-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები "С" ჯგუფში იქნებიან შემდეგი გუნდები: საბერძნეთი, მაკედონიის, ჰოლანდიის, სლოვენიის, და ხორვატიის. შეჯიბრის შემდეგ რაუნდში პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდი გადადის. 


ყველა ახალი ამბავი
0