კვლევა: საფრანგეთი პირველია ევროკავშირის ქვეყნებს შორის სირიაში მეომარი მოქალაქეებით

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია სირიაში
სიტუაცია სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევების თანახმად, სირიაში გამგზავრებული იმ რადიკალი მოქალაქეების რიცხოვნებით, რომლებიც ანტისამთავრობო ძალების რიგებს შეემატნენ, პირველ სამეულში შედიან საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი .

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებს შორის რადიკალურად განწყობილი იმ  მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომლებიც სირიაში საომრად წავიდნენ, საფრანგეთშია — 1,2 ათასი ადამიანი 2014 წლის აპრილიდან. ამის შესახებ ტელერადიოკომპანია  RTBF რისკების შეფასების კომპანია Aon- ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. 

 სირიაში გამგზავრებული რადიკალების რიცხოვნებით პირველ სამეულში ასევე შედიან გერმანია და დიდი ბრიტანეთი — 600 კაცი თითოეული ქვეყნიდან. მეოთხე პოზიცია ამ მაჩვენებლით ბელგიას უჭირავს — 440 მოქალაქე, რომელიც ანტისამთავრობო ძალების რიგებს შეემატა სირიაში. 

 ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, სადაც  ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ და „ალ- ქაიდას“ მხრიდან პოტენციურად გაზრდილია ტერორისტული საფრთხე, Aon ასახელებს საფრანგეთს, გერმანიას, ბელგიას, ირლანდიას, დანიასა და ესტონეთს. 

 Aon — მულტინაციონალური კორპორაციაა, რისკების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მომსახურების მიმწოდებელი. Aon —ს 500-მდე ოფისი აქვს, სადაც 65 ათასი თანამშრომელი მსოფლიოს 120 ქვეყნის კლიენტებს ემსახურება. 

ყველა ახალი ამბავი
0