1 აგვისტოდან "აირზენა" ოდესისა და ერევნის მიმართულებით ავიაფრენების რაოდენობას ზრდის

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
8 აგვისტოდან „აირზენა“ კვირაში ორჯერ განახორციელებს რეგულარულ ფრენებს ოდესის მიმართულებით, ბილეთის ფასი 120 ევრო იქნება.“აირზენამ“ ოდესის მიმართულებით რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან დაიწყო.

თბილისი, 31ივლისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ ერევნისა და ოდესის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა, იუწყებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

თბილისი-ერევანი-თბილისის რეგულარული ფრენები 1 აგვისტოდან სეზონის ბოლომდე კვირაში 8-ჯერ განხორციელდება, ბილეთის საწყისი ფასი —55 ევრო იქნება. ავიაკომპანიამ ერევნის მიმართულებით ავიაფრენები 29 ივნისიდან განაახლა.

8 აგვისტოდან კვირაში ორჯერ განხორციელდება თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით ფრენები, ბილეთის ფასი 120 ევრო იქნება.“აირზენამ“ ოდესის მიმართულებით რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან დაიწყო.

ავიაკომპანია „აირზენა“ 1993 წლის სექტემბერში შეიქმნა. თავიდან კომპანია არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტესა და სირიაში ჩარტერულ, ხოლო ავსტრიაში კი რეგულარულ ფრენებს ახორციელებდა. 1999 წელს „აირზენა“ საქართველოს ნაციონალური გადამზიდი ავიაკომპანია გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0