ლტოლვილებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონის თანახმად, უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში თავშესაფარს მოითხოვენ, აუცილებლად უნდა გამოცხადდნენ შესაბამის სამსახურებში და ახსნა-განმარტება მისცენ თუ რა იყო მათი მხრიდან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მიზეზი.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კანონში „ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა, რომელიც სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს იმ ლტოლვილებს, რომლებიც ქვეყენაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან შემოდიან.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ ტერიტორიებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

ამიერიდან, სანქციები არ ემუქრებათ უცხოეთიდან შემოსულ თავშესაფრის მაძიებელ იმ პირებსაც, რომლებიც ქვყანაში იმ ტერიტორიიდან შემოვიდნენ, სადაც მათ სიცოცხლესა და თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ამასთანავე, ეს ადამიანები უნდა შეესაბამებოდნენ გაეროს კონვენციის მიერ დადგენილ ლტოლვილის სტატუსის შესახებ მოთხოვნებს.

კანონის თანახმად, უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში თავშესაფარს მოითხოვენ,  აუცილებლად უნდა გამოცხადდნენ შესაბამის სამსახურებში და ახსნა-განმარტება მისცენ თუ რა იყო მათი მხრიდან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მიზეზი. 

აღნიშნული ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 17 ივლისს დაამტკიცა.

 


ყველა ახალი ამბავი
0