მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბრიფინგის დრო
გამოწერა
„აჭარის“ტელევიზიის ინფორმაციით, არხის ოპერატორს უჩა დევაძეს და ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს თურქეთის მოქალაქის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომლის გასაშუქებლადაც იყვნენ ჩასულები ქართველი ჟურნალისტები, გარდაიცვალა საქართველოს ერთი და დაშავდა ორი მოქალაქე.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართული ტელეკომპანიების ”აჭარისა” და ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები თურქეთის ქალაქ რიზეს საავადმყოფოსთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავდნენ, იუწყება ოთხშაბათს, 15 ივლისს ტელეკომპანია ”აჭარა”.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ”აჭარის” ოპერატორს უჩა დევაძეს და ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს თეა ვაშალომიძეს ფიზიკურად ერთ-ერთი დაშავებულის, თურქეთის მოქალაქის, მიკროავტობუსის მძღოლის ახლობლები გაუსწორდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა.

”ინტერვიუს აღება გვინდოდა. ოპერატორებმა კამერები მოამზადეს, მაგრამ კამერების გამოჩენამ აგრესია გამოიწვია”, — განაცხადა ვაშალომიძემ.

თურქეთის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ქართველი ჟურნალისტების დაკითხვას, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე ესწრებოდა. საქმეზე სასამართლო მოსმენები ერთ თვეში გაიმართება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, რომელმაც საავადმყოფოში მოინახულა დაშავებულები. გორგილაძის განმარტებით, სამანქანო გზაზე ძაღლმა გადაირბინა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა უბედური შემთხვევა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0