უეფას სუპერ თასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დაიწყება

© courtesy of UEFAუეფას სუპერ თასი
უეფას სუპერ თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გულშემატკივრები უნდა შეიკრიბონ არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ახლოს მდებარე ვაკის პარკში, სადაც 50 კაციან ჯგუფებად, სპეციალურად გაკეთებული ბილიკით გაემართებიან სტადიონისაკენ.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. „ბარსელონასა“ და სევილიას“ შორის უეფას სუპერ თასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დილის ცხრა საათიდან მიხელი მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში მოხდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  (სფფ) პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 7 ივლისს, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 „რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტის საშუალებით ბილეთების გაყიდვაზე პრობლემები შეიქმნა. მაშინ სფფ-მ აიღო თავის თავზე ბილეთების მომზადების, მათი რეალიზაციის და ა.შ. ვალდებულებები. ჩვენ დავპირდით გულშემატკივარს, რომ აუცილებლად ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვაცნობებდით ბილეთების გაყიდვის ადგილისა და დროს შესახებ. უკანასკნელი კვირის მანძილზე, მერიასა და შსს-სთან ერთად განვიხილავდით უეფას ყველა მოთხოვნას. და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება მიხელი მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში“ — განაცხადა ზვიად სიჭინავამ. 

 მისი თქმით, კვირა დღე სპეციალურად შეირჩა, რომ ყველა გულშემატკივარს ბილეთების შეძენის ერთნაირი შანსი ჰქონდეს. 

 ამასთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გულშემატკივრები უნდა შეიკრიბონ არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ახლოს მდებარე ვაკის პარკში, სადაც 50 კაციან ჯგუფებად, სპეციალურად გაკეთებული ბილიკით გაემართებიან სტადიონისაკენ. გულშემატკივართა შეკრების ადგილი უზრუნველყოფილი იქნება უფასო წყლითა და ბიოტუალეტებით. წესრიგს უსაფრთხოების სამსახურისა და პატრულის თანამშრომლები დაიცავენ. 

 ამ დროისათვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გრძელდება დროებითი სალაროების მონტაჟი, ხოლო ბილეთების დაბეჭდვა უახლოეს დღეებში დასრულდება. სულ ქართველი გულშემატკივრებისათვის 22 ათასი ბილეთის რეალიზაციაა დაგეგმილი, რომელთა ფასი 18, 35 და 75 ლარია. სუპერ თასის მატჩი თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0