პარლამენტი თავშესაფრის მიღების მსურველთათვის კანონში შესწორებებს განიხილავს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ უფასო იურიდიული დახმარება მიიღოს, მოსარჩელემ, გადახდისუნარიანობის მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ადვოკატის მომსახურეობას უნდა მიმართოს. ასევე უფასოდ იქნება შესაძლებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტს წარედგინა შესწორებები კანონში ”იურიდიული დახმარების შესახებ”, რომელიც საქართველოში თავშესაფრის მიღების მსურველებს ამ სტატუსის მიღებაზე უარის შემთხვევაში სასამართლოსთვის უფასოდ მიმართვის შესაძლებლობას აძლევს.

შესწორებების თანახმად, რომლებიც ”იურიდიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლში უნდა შევიდეს, შეღავათები შეეხება როგორც თავშესაფრის მიღების მსურველებს, ისე ლტოლვილის სტატუსს და ჰუმანიტარულ სტატუსს, ასევე ამა თუ იმ სტატუსის შეწყვეტას. ქვეყნის ადმინისტრაციულ-პროცესუალური კოდექსის თანახმად, სტატუსზე უარის ან სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოელებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში 10 დღის ვადაში შეეძლებათ.

იმისთვის, რომ უფასო იურიდიული დახმარება მიიღოს, მოსარჩელემ, გადახდისუნარიანობის მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ადვოკატის მომსახურეობას უნდა მიმართოს. ასევე უფასოდ იქნება შესაძლებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. შესწორებები კანონში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით შედის, რაც საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას ეხება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0