პრემიერი: საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაცია დაუშვებელია

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 1 ივნისს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ ცხოვრების ჯანმრთელ წესზე, იუწყება ხუთშაბათს, 4 ივნისს პრემიერის პრეს-სამსახური.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 1 ივნისს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. მეორე დღეს ამ ინიციატივის მხარდასაჭერად თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მრავალრიცხოვანი აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა „დაკანონებული ბოროტებაა“.

„ახალგაზრდები ამ საკითხზე ემოციურად საუბრობენ, თუმცა ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ამის სავალალო შედეგები ჩვენ უნდა გავიაზროთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობას უფრო ბედნიერი და ძლიერი მომავალი, ვიფიქროთ მათ ჯანსაღ ცხოვრების წესზე და არა — მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე“, — განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.


ყველა ახალი ამბავი
0