მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

FIFA რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმების შესახებ ჭორს უარყოფს

გამოწერა
ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციურიხში ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციურიხში ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააკავესბრალმდებლები საუბრობენ ფიფაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არსებულ ფართომასშტაბიან კორუფციაზე მსოფლიო ჩემპიონატებზე განცხადების საკითხში, მარკეტინგულ და სამაუწყებლო გარიგებებში. ბრალდება ასევე ითვალისწინებს თაღლითობას, რეკეტსა და ფულის გამოძალვას.

დე გრეგორიომ განაცხადა, რომ მაღალჩინოსანთა დაკავება ფიფასთვის კარგია.

"არ დამიჯერებთ, მაგრამ ერთხელ კიდევ მინდა ვთქვა: ეს კარგია ფიფასთვის. ეს ცუდია რეპუტაციისთვის, მაგრამ კარგია ყველაფრისთვის, რაც ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში გავაკეთეთ მენდისა და რეფორმის მიზნით", – განაცხადა ფიფას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კავშირის დეპარტამენტის დირექტორმა ვალტერ დე გრეგორიომ ციურიხში პრესკონფერენციაზე.

მან ასევე უარყო ჭორი რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმების შესახებ.

"არ შემიძლია სახელების ჩამოთვლა, არ შემიძლია გითხრათ, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენის საქმეს იძიებენ. შემიძლია გითხრათ ის, რაც მე ან პრეზიდენტმა ვისაუბრეთ წინა პრესკონფერენციაზე: 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატები რუსეთსა და ყატარში ჩატარდება", – აღნიშნა დე გრეოგიო.

2014 წელს სკანდალი აგორდა 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების, რუსეთისა და ყატარის, არჩევნების გარშემო. მოგვიანებით ფიფამ შიდაგამოძიება ჩაატარა და განაცხადა, რომ არჩევნების პროცესში დარღვევები ვერ იპოვა.

 

ციურიხში ამ დღეებში მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მოიყარა თავი: 29 მაისს ფიფას კონგრესი უნდა შედგეს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებიც ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0