ბოკერია: ხელოვნური გულის ფართო გამოყენებაზე საუბარი ნაადრევია

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიგულის ოპერაცია
გულის ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთლიანად ავტონომიური ხელოვნური გულის გადანერგვის მსოფლიოში პირველი ოპერაცია 2013 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა, მაგრამ 76 წლის მამაკაცი, რომელსაც ბიოპროთეზი გადაუნერგეს, მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის გამო 2,5 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ფრანგული კომპანიის Carmat-ის ხელოვნური გულის მოწყობილობას კვლევის თანამედროვე ეტაპზე განსაზღვრული უპირატესობები გააჩნია, მაგრამ ამ აპარატის ფართო გამოყენებაზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია, მიაჩნია რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ კარდიოქირურგს, ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორს ლეო ბოკერიას. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.

 მაისის დასაწყისში 69 წლის მამაკაცი, რომელმაც მსოფლიოში რიგით მეორემ მიიღო ხელოვნური გული, საფრანგეთში სისხლის მიმოქცევის უკმარისობის გამო გარდაიცვალა. აღნიშნავდნენ, რომ კომპანია Carmat-ი, რომელიც ხელოვნურ გულებს ქმნის, იკვლევს პროთეზის ანალიზს კლინიკური ოქმის შესაბამისად, რათა დადგინდეს პაციენტის გარდაცვალების მიზეზი და ხელოვნური გულის მესამე მფლობელისთვის მაქსიმალური უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი. 

 ”რაც შეეხება ამ კონკრეტულ ხელოვნურ გულს, ვნახე მისი სქემა. რა თქმა უნდა, გარდა მფლობელი კლინიკისა, ის არასდროს გამოუყენებიათ. მას ამ ეტაპზე თავისი განსაზღვრული უპირატესობა გააჩნია, მაგრამ რადგანაც ის მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს, რაიმე სერიოზულზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია”, — უპასუხა ბოკერიამ ”რია ნოვოსტის” კითხვას,  არის თუ არა აპარატი უსაფრთხო და იგეგმება თუ არა მისი რუსეთში გამოყენება. 

 ექსპერტმა ასევე ხელოვნური გულის თემას ”ძალიან ცხელი” და მოსალოდნელი უწოდა, რადგანაც, მისი თქმით, ყველა ქვეყანა დონორთა გულების მაქსიმალურ რაოდენობას იყენებს. ”ამერიკელებიც, ინგლისელებიც, ფრანგებიც იწყებენ 50 წლის ადამიანის გულის გამოყენებას გარდაცვალების შემდეგ. ადრე კი დონორად 30 წლამდე ასაკის ადამიანი მიიჩნეოდა”, — აღნიშნა ბაკულევის სახელობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა. 

 მსოფლიოში მთლიანად ავტონომიური ხელოვნური გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2013 წლის დეკემბერში შედგა, მაგრამ 76 წლის მამაკაცი, რომელსაც ბიოპროთეზი გადაუნერგეს, მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის გამო 2,5 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

 2014 წლის ზაფხულში 900 გრამის წონის მქონე ხელოვნური გული (რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის გულს სამჯერ აღემატება) 68 წლის პაციენტს გადაუნერგეს, რომელსაც ზედმეტი წონა აწუხებდა. ნახევარი წლის შემდეგ მამაკაცი ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდა და ველოსიპედითაც კი განაგრძო სიარული. ამა წლის აპრილის ბოლოს ხელოვნური გულის გადანერგვის მესამე წარმატებული ოპერაციის შესახებ გახდა ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0