საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზებაში ამერიკელი ექსპერტები ეხმარებიან

გამოწერა
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავალი თაობის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისში  შეხვდა აშშ–ის ექსპერტების ჯგუფს, რომლებიც სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნის პროგრამის რევიზიის პროცესში ეხმარებიან, იუწყება განათლების სამინისტრო პარასკევს, 8 მაისს.

 

„ჩვენ ვართ ექსპერტები აშშ–დან და მთელ მსოფლიოში ვმუშაობთ სამოქალაქო განათლების საკითხებზე. ჩვენ ვეხმარებით სამინისტროებსა და სკოლებს მათი დაწესებულებების მოდერნიზებაში და სამოქალაქო განათლების პროგრამების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა შეხვედრაზე ექსპერტმა ჯეიმს ლენგელმა (James Lengel).

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3 მაისს დაიწყო, სამოქალაქო განათლების ამერიკელი ექსპერტები – ჯეიმს ლენგელი, ჯონ ნელსონი (John Nelson) და კეტრინ ლენგელი (Katrin Lengel) საქართველოს სკოლებს ეწვევიან.

 

„ჩვენი მიზანია – გავერკვეთ საქართველოს მოთხოვნილებებში, რის შემდეგაც ჩვენ ისევ დავბრუნდებით და ჩამოვიტანთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამოქალაქო განათლების ისეთი პროგრამები, რომლებიც გამოადგება საქართველოს“, – აღნიშნა ლენგელმა.

 

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავალი თაობის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ორგანიზაცია PH International Georgia ახორციელებს აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების სამინისტროს დახმარებით. PH International Georgia სხვადასხვა ორგანიზაციებს განვითარებასა  და კონტაქტების დამყარებაში ეხმარება.

 

R

 

ყველა ახალი ამბავი
0