საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – მარტის სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქუჩის საათი მეიდანზე
ქუჩის საათი მეიდანზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
გამოწერა
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის სფეროებში.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის მარტში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,2% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2024 წლის იანვარ-მარტში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,8% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის მარტში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკურმა და უძრავი ქონების დარგებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის სფეროებში.
რა გაიზარდა და რამდენით
2024 წლის იანვარ-მარტში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა 9,3%-ით, იმპორტი – 5,3%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 6,2 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 13,8%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 8,5%-ით გაიზარდა და 12,7 მლრდ ლარს გაუტოლდა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. 2024 წლის მარტში ფეროსილიკატმანგანუმის ექსპორტი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. წინა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასმელების მოცულობის ექსპორტი: ყურძნის ღვინის - 71%-ით და მინერალური წყლების - 32%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული სერვისების სფეროში გაწეული მომსახურების მოცულობის ზრდით, ასევე ზრდით კონსალტინგურ და თანმდევ საქმიანობაში.
პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის ზრდა უკავშირდება სხვადასხვა სახის საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის ზრდასთან ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით.
უძრავი ქონების სექტორის ზრდა დაკავშირებულია საკუთრებაში არსებული ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების იჯარით გაცემასა და მართვასთან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაჩვენებლები ტურიზმის სექტორშიც გაიზარდა და 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა 8,6%-ით გაიზარდა და 1,1 მილიონი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0